ყელზე ადგათ ეს ლუგარის ლაბორატორია, რადგან ეს ლაბორატორია ჩვენი და ამერიკის პარტნიორობის სიმბოლოა - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 19:55, 03 Sep, 2020     1188

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის განცხადებას ეხმაურება.

გიგი უგულავას თქმით, რუსეთი საკუთარი დეზინფორმაციით ყოველთვის ცდილობდა ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტირებას. უგულავამ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიამ გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია კორონავირუსთან ბრძოლაში, ხოლო ამ ლაბორატორიაზე ამგავრი თავდასხმები რუსეთის მხრიდან, იმის შედეგია, რომ ის საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის ნათელი შედეგია.

„რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, რუსეთი კლავს. რუსეთი კლავს საკუთარ მოქალაქეებს, პუტინი კლავს საკუთარ ოპონენტებს. ნავალნის მოწამვლა არ არის პირველი შემთხვევა და საუბარი იმაზე, რომ „ნოვიჩოკი“ ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა. ეს იმ ზღაპრების გაგრძელებაა, თითქოს იქ რაღაც ბაქტერია იქმნება. გვახსოვს, როდესაც კორონავირუსის პიკი იყო, რუსი პროპაგანდისტები, კრემლთან დაახლოებულები, საუბრობდნენ, რომ ეს ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა. ყელზე ადგათ ეს ლუგარის ლაბორატორია, რადგან ეს ლაბორატორია ჩვენი და ამერიკის პარტნიორობის სიმბოლოა. ნებისმიერი ისრების გადატანა კიდევ ერთხელ მეტყველებს პუტინის ხელწერაზე. პუტინი არის სახიფათო და ის ადამიანები, რომლებიც დარბიან კრემლში და რომლებიც რვა მილიონს ითხოვენ კრემლიდან, უნდა დაფიქრდნენ. ჩვენი მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, როდესაც ასეთ მოძალადეზე, ასეთ სისტემასთან რაღაც მოფერების და ბაბაიას ტონალობაში ლაპარაკობენ. ეს, პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას ეხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42