ქმრის გარდაცვალებამ ისე დაამწუხრა ბელგიელი ქალბატონი, რომ მისი სიკვდილი სხვებს არ გაუმხილა და ერთი წლის განმავლობაში, ქმრის ცხედართან იძინებდა.
მარსელ ჰ. სავარაუდოდ, ასთმით გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი სხეულის გახრწნისა და აუტანელი სუნის მიუხედავად, მის გვამთან ერთად იძინებდა.
მეზობლები ამ ამბავს კიდევ კარგა ხანს ვერ გაიგებდნენ (როგორც ისინი აცხადებენ, სუნს არავინ შეუწუხებია), რომ არა ბინის მეპატრონე, რომელმაც პოლიციაში განაცხადა, რომ ქირა მთელი წლით დაუგვიანეს. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა კი მარსელ ჰ.-ს მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს.
მუმიფიკაცია მეუღლეს არ ჩაუტარებია, ექსპერტების განცხადებით, ეს პროცესი ბუნებრივად განვითარდა მშრალი და თბილი გარემოს პირობებში. მათივე განცხადებით, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, გვამს, სავარაუდოდ, მწერები ესეოდნენ. ძნელი წარმოსადგენია, რა ძალისხმევის წყალობით ახერხებდა ქალბატონი ქმრის გვერდით გაჩერებას - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა. მარსელ ჰ.-ს მეუღლემ ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მასალის გამოყენების პირობები






