ევროპული საქართველოს მაჟორიტაროის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, დღეს მოსახლეობაში მკაფიოდ არის ცვლილებების მოლოდინი. ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ განხვავებით სხვა პარტიებისაგან, ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს დანაპირებს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, გადასახადების შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა და რეალური თვითმართველობის მიცემა ხალხისთვის მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს, ხოლო ევროპული საქართველო იქნება სწორი მიმართულების კომპასი.
„ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო შეხვედრებს, ვეწვიეთ ძალიან საინტერესო და იმედიანი ხალხით დასახლებულ სოფელ ყოროლისთავს.
ქალაქ ბათუმიდან, 15-20 წუთის სავალზე გვაქვს უნიკალური ადგილები, განუმეორებელი ბუნების პეიზაჟებით, სადაც ცხოვრობენ ძალიან გულიანი და ცვლილებების მოლოდინით აღსავსე ადამიანები.
ერთადერთი რაც ამ ადამიანებისგან ისმის ისაა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, საჭიროა ცვლილებები და ეს ძირეული ცვლილებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასწარაფოდაა გასატარებელი.
წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები იძლევიან უამრავ დაპირებას, რეალურს თუ არარეალურს, ყველა ღონეს მიმართავენ რათა ამომრჩეველთა ყურადღება მიიპყრონ. ჩვენ, განსხვავებით სხვებისგან არ გპირდებით - მე გაგიკეთებ, ჩემი პარტია გაგიკეთებთ, სოფლის გზებს, სკოლებს, ქუჩებს, გარე განათებებს, მოაწყობს გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას, აგიმუშავებთ საწარმოებს და ა.შ.
ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ შევქმნათ სახელმწიფოს ისეთი მოდელი, სადაც ჩვენი ხალხი თავის უბანში, სოფელში, დაბაში, მთაში თუ ბარში, თავისი ფულით (რომელსაც დღეს ცენტრალური და ა.რ. ხელისუფლება განკარგავს), თვითონ შესძლებს თავისი სოფლის მოწესრიგებას, სოციალურად დაუცველის დახმარებას, რადგან მიგვაჩნია, სახელმწიფო ბიუროკრატზე უკეთ იცის სად რა პრობლემაა, ვის როგორ უჭირს და ვის როგორ სჭირდება დახმარება.
გამომდინარე აქედან ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ თვითმმართველობის ფორმირება დაიწყოს ორთაბათუმი-ყოროლისთავიდან და გვჯერა მოკლე დროში ჩვენი დასახლებები იქცევა პატარ პატრა წარმატებულ ქალაქის ტიპის დასახლებად.
ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია რაც არ უნდა კეთილშობილი იდეებით იყოს შეარაღებული, ვერ გააკეთებს ერთი კონკრეტულ დასახლებაში იმაზე მეტს და ხარისხიანს, ვიდრე ისევ ამ დასახლების მაცხოვრებლები.“ -განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






