კომუნიკაციების კომისიამ "გირჩი ტვ" და "ობიექტივი" პოლიტიკური რეკლამის გამო გააფრთხილა
პოლიტიკა - 17:53, 03 Sep, 2020     821

კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი ტვ“, ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება.


"საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, რომლებიც ტელეკომპანიებმა ეთერში კანონდარღვევით, აგვისტოში განათავსეს. „ობიექტივზე“ გასულ ვიდეორგოლში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, პარტიული სიმბოლიკის ფონზე, საუბრობს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე და აკეთებს დაპირებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტებს განახორციელებს. „გირჩი ტვ“-ს შემთხვევაში კი, ვიდეორგოლში, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ სიმბოლიკა და ლიდერები ჩანან, საუბარია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკური გაერთიანების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42