"სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლობის" მიერ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 16-ე მუხლით გათვალისწინებული შინაარსობრივი ვალდებულებების შესასრულებლად ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის მაუწყებლობისთვის მაუწყებლის ყოველწლიური დაფინანსების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ის ოდენობით. რაც შეეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მესამე არხს, იგი მაუწყებლობდა სატელიტზე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული რუსულენოვანი მოსახლეობისთვის და აღნიშნული მაუწყებლობის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა დამატებითი სახსრები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხისთვის დამატებითი სახსრები 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. აქედან გამომდინარე, მოკლებული ვართ საშუალებას, 2013 წელს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საქართველოს ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის მაუწყებლობის მიზნით გამოაცხადოს ტენდერი მესამე არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე. შესაბამისად, მაუწყებელი აპირებს შექმნას პროგრამული პროდუქტი ამ პროგრამების საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისთვის. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და "პიკ"-ს შორის არსებობს სადავო საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად საჭიროა გარკვეული დრო, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯები. ამდენად, მიზანშეწონილად მივიჩნევ შეწყდეს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და შპს ტელეკომპანია "პიკ"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხელშეკრულება – იჯარის, სასპონსორო და სალიცენზიო", - ნათქვამია ჭანტურიას მიმართვაში, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები






