"ქართული ოცნება" რუსეთის პროექტს "მამისონს" იწყებს, ხოლო ანაკლია გააჩერა - ლევან სამუშია
პოლიტიკა - 16:12, 03 Sep, 2020     1096
„ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც საგანელიძე აცხადებს, რომ "ერთი სული აქვს', როდის გაიხსნება მამისონის უღელტეხილი. მამისონის უღელტეხილის გახსნას „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი “ქართული ოცნების“ მხრიდან ღიად გაცხადებული რუსული პოლიტიკის ნაწილს უწოდებს. „ეს არის რუსული ხაზი და მივმართავ ოცნების წევრებს, რომ ბარემ ბორდერიზაციაში მიეხმარეთ ჩრდილოეთ ოკუპანტებს. ყველა დასავლური პროექტი ანაკლიის სახით ჩაჩეხეს და გააჩერეს, საპასუხოდ ვღებულობთ იმას, რომ მეორე ჩრდილოურ პროექტს, მეორე როკის გვირაბს, უდიდეს საფრთხეს და საშიშროებას აანონსებენ, რაც არის რუსეთის ოცნება, რომ გახორციელდეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი პირობას დებენ, რომ უმოკლეს ვადაში განხორციელდება პროექტი. ეს ყველაფერი ძალიან მალე არჩევნების გზით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იქნება პასუხგაცემული და „ლელო“ იქნება ის ძალა, რომელიც ამას დაასრულებს,“-აცხადებს ლევან სამუშია. რაც შეეხება დავით საგანელიძის განცხადებას, ამბობს, რომ უღელტეხილი აუცილებლად უნდა გაიხსნას. მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს, რადგან ეს ონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მამისონის უღელტეხილი რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42