კოალიციურ მთავრობაში ევროპულ საქართველოს ექნება ცენტრალური როლი, რადგან სწორედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვართ კომპასი, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 15:22, 03 Sep, 2020     770

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებზე და კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატის თემას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენება რეგიონებში, თუმცა ეს არ მოხდა და ეს გვერდი გადაიფურცლა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავს ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის.

სერგი კაპანაძემ ასევე პრემიერობის სავარაუდო კანდიდატზე გააკეთა განცხადება. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა პარტიას შეუძლია დააყენოს კანდიდატი, თუმცა არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისულ კანდიდატზე შეთანხმება. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპულ საქართველოს იქნება ცენტრალური როლი კოალიციაში, რადგან მათ აქვთ კონკრეტული გეგმა და სწორედ ევროპული საქართველოა კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის.

„ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და ეს ხელისუფლება, რომელიც არასწორი მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, იყოს შეცვლილი. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისათის, რომ რეგიონებში ყოფილიყო გამსხვილებული მაჟორიტარული კანდიდატები, თუმცა კონკრეტული პარტიის გამო ეს არ მოხდა და ჩვენ უკან აღარ დავბრუნდებით. ჩვენ ყველგან დავაყენეთ ჩვენი, ძალიან ძლიერი კანდიდატები, რომელთაც კონკრეტული ხედვა გააჩნიათ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეკონომიკა, რეგიონების ცხოვრება უკეთესობისაკენ, და ჩვენ ვიქნებით კომპასი ამ გარდამტეხი ცვლილებების და ეს მაჟორიტარები იქნებიან ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის, ან მეორე ტურში გასვლისთვის.

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი, ხოლო საბოლოოდ არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც იქნება კომპრომისული ყველასათვის. კოალიციურ მთავრობაში, ევროპულ საქართველოს ექნება ცენტრალური როლი, რადგან სწორედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვართ კომპასი, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები“ - განაცხადა სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42