ჩვენ ვაპირებთ ყოველი მოქალაქის ხმის დაცვას ადგილებზე, ოლქებში და შემდეგში უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ლევან თარხნიშვილი
პოლიტიკა - 12:23, 03 Sep, 2020     729

დღეს ევროპული საქართველოს ოფისში გაერთიანებული შტაბის მეორე შეხვედრა იმართება, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტიები ესწრებიან.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე იქნება საუბარი იმ მექანიზმებზე, რომლითაც ოპოზიციური პარტიები დაიცავენ თითოეული მოქალაქის ხმას. ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდება ინფორმაციის გაცვლა, რაიმე დარღვევების შემთხვევაში კი მოხდება ერთიანი საჩივრების შეტანა, რომელიც შემდეგში სასამართლოშიც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც ერთიანად გასაჩივრდება.

„დღეს არის მეორე შეხვედრა გაერთიანებული შტაბის, რომელშიც შედის ყველა მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეხვდერები იქნება რიგ-რიგობით სხვადასხვა პარტიის ოფისში. დღეს, ევროპული საქართველო მასპინძლობს ამ შეხვედრას, გარდა ამისა ვაპირებთ რეგიონებში გასვლას. რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, ის რაც პირველ შეხვედრაზე ითქვა და დღეს ასევე გავრცობილი იქნება, არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ ინფორმაციის მიმოცვლას, ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იქნება, ჩვენ ვაპირებთ ასევე ერთიანი საჩივრების შეტანას, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება აქ და ყველა პარტია მოაწერს ხელს ამას და თუ ეს სასამართლოში გადავა, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენ ინტერესებს, არჩევნების წინა, რამოდენიმე დღე, არჩევნების დღეს, და შემდეგი დღეები იმოქმედებს უკვე გაერთიანებული ოფისი, სადაც შეგროვდება ყველა ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ ყოველი მოქალაქის ხმის დაცვას ადგილებზე, ოლქებში და შემდეგში უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რაც შეეხება მექანიზმებს, არის კონკრეტული მექანიზმები ამისათვის და დღევანდელ შეხვედრაზეც იქნება საუბარი ამაზე.“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42