აუცილებელია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია დაგმობა იმისა, რაც დასაგმობია და ამას ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:09, 03 Sep, 2020     758

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოპოზიციის ლიდერის, სერგეი ნავალნის მოწამლვას და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ის რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ოპონენტებს კლავს, წამლავს და იყენებს სხვადასხვა ნივთიერებებს, არის ყველასთვის ნათელი, თუმცა საქართველოს მთავრობის პოზიცია და დუმილი, მათ შორის საქართველოს მოქალაქის მოკვლაზე გერმანიაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არის მიუღებელი. კაპანაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეს პოზიცია არის დრომოჭმული, რუსეთის არ გაღიზიანებაზე ორიენტირებლი მიდგომა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

„ის, რომ რუსეთის ფედერაცია კლავს, წამლავს, იყენებს სხვადასხვა ნივთიერებას თავისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ, არის ყველასთვის ნათელი. ეს გააკეთა ადრე სკრიპალის შემთხვევაში, იგივე გააკეთეს როგორც ჩანს ახლა, ნავალნის შემთხვევაში, პირდაპირ მოკლეს მათ შორის ჩვენი მოქალაქე გერმანიაში და ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, არა მარტო სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართ გამოყენებულ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე, არამედ მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მოკვლასთან დაკავშირებით, როგორც წესი არის დუმილი. ეს არის სრულიად მიუღებელი პოზიცია და მიდგომა, ეს არის ძველი მიდგომა, რომელიც უნდა შევცვალოთ და შეუძლებელია ამ მიდგოემბით ქვეყანამ იაროს წინ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ცვლილებები დადგეს, ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ძველი, დრომოჭმული რუსეთის არ გაღიზიანებაზე ორიენტირებული მიდგომები იყოს შეცვლილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აუცილებელია სწორი შეფასებების გაკეთება, აუცილებელია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია დაგმობა იმისა, რაც დასაგმობია და ამას ეს ხელისუფლება არ აკეთებს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე დავამთავროთ მათ შორის საგარეო პოლიტიკის ეს სამარცხვინო მიმართულება და ეს შევცვალოთ. ამას სჭირდება რეეაგირება, განცხადების გაკეთება, იმის თქმა, რაც საჭიროა, ხოლო ხელისუფლება ამას არ აკეთებს.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42