ეს ფოტო 1997 წელსაა გადაღებული, ეს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა გავმართეთ გამსახურდიას მომხრეების მორიგი სასტიკი დარბევის შემდეგ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 11:28, 03 Sep, 2020     1212

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

გიგა ბოკერია იხესენებს ზვიად გამსახურდიას მომხრეების სასტიკ დარბევას და ამას ჩვენი ქვეყნისათვის სრულ კატასტროფას უწოდებს. გიგა ბოკერიას თქმით, დღეს უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკუორ ნიშნით, როდესაც საქმე მათ თავისფლებას ეხება.

„29 წლის წინ ამ დღეს, 2 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქცია პოლიციის რაზმმა დაარბია, გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ამბავი შემდგომში განვითარებული მძიმე და ტრაგიკული მოვლენების კატალიზატორად იქცა. არ ვარ შეთქმულების თეორიების მოყვარული, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან ჰგავდა გარედან დადგმულ ამბავს.

29 წელი გავიდა და დღემდე არაა აღმოფხვრილი ის უმძიმესი მორალური და ეკონომიკური ზიანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ მაშინ მიიღო. ძალადობით ხელისუფლების დამხობის, ორგანიზებული დანაშაულის აღზევების, ადამიანების პოლიტიკური მრწამსის მიხედვით დახარისხებისა და მათი დევნის პრაქტიკა უმძიმეს კვალად გამოჰყვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს.

1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, მრგვალი მაგიდის კომუნისტებზე გამარჯვება უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა ერთად ვიზეიმეთ. მე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი ვიყავი. დღესაც არ შემიცვლია ჩემი აზრი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ის, რისი კატალიზატორიც 2 სექტემბერი აღმოჩნდა, სრული კატასტროფა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

სამხედრო გადატრიალებას სამარცხვინო ამბავი მოჰყვა - გამსახურდიას მომხრეთა წლების განმავლობაში განუწყვეტელი დევნა და შევიწროება, მათ უუფლებლო მოქალაქეებად მიჩნევა. ეს ადამიანები ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებად მიმაჩნდა. როგორც ვთქვი, იმ საკითხებზე არც ახლა შემიცვლია პოზიციები, მაგრამ მხოლოდ უსიამოვნოდ მაგონდება, რომ მაშინ, 1991 წელს არ მქონდა გაცნობიერებული, როგორი კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა არჩეული ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას. მე მაშინ 19 წლის სტუდენტი, მაგრამ ამავდროულად, ზრდასრული მოქალაქე ვიყავი.

ეს ფოტო 1997 წელსაა გადაღებული. ეს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა გავმართეთ გამსახურდიას მომხრეების მორიგი სასტიკი დარბევის შემდეგ. სამხედრო გადატრიალებიდან 5 წლის შემდეგაც კი ეს დევნა აქტიურად გრძელდებოდა, თუმცა, მაშინ, 1991 წლისგან განსხვავებით, უკვე ჩემთვისაც ცხადი იყო, როგორი სამარცხვინო და ქვეყნის მომავლისთვის დამანგრეველი იყო ეს დამოკიდებულება.

ვარდების რევოლუცია ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი აღმოჩნდა, განსაკუთრებით სამეგრელოში, რომელმაც ყველაზე მეტი და მტკივნეული დარტყმა მიიღო. აქ დაკარგული იყო აღქმა, რომ თბილისში არსებული მთავრობა მათი ხელისუფლებაც იყო. ვარდების რევოლუციამ ეს შეცვალა.

ახლა, 2020 წელს უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არასდროს არ უნდა დავყოთ, როცა საქმე მათ თავისუფლებას ეხება.“ - აცხადებს გიგა ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42