ძალიან ცუდია, როცა წალენჯიხა ასოცირდება კორუფციათან, კრიმინალთან, კონტრაბანდასთან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ლელა ქებურია
პოლიტიკა - 11:00, 03 Sep, 2020     725

ევროპული საქართველოს ლიდერმა,დავით ბაქრაძემ მოსახლეობას წალენჯიხაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში, ლელა ქებურია წარუდგინა.

ლელა ქებურიას თქმით, წალენჯიხაში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ქებურიას თქმით, დღეს, სამწუხაროდ, წალენჯიხა ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან და კონტრაბანდასთან, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა კი 31 ოქტომბერს არის შესაძლებელი. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს და საქართველოს დააყენებს სწორ გზაზე.

„როგორც სხვაგან, წალენჯიხაშიც არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა. აქაც არის სიღარიბის, უმუშევრობის, ელემენტალურად გზისა და წყალმომარაგების პრობლემა. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ცუდია, როცა წალენჯიხა ასოცირდება კორუფციათან, კრიმინალთან, კონტრაბანდასთან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და წალენჯიხას უნდა მიეცეს შესაძლებლობებისა და განვითარების საშუალება და ეს 31 ოქტომბერს აუცილებლად მოხდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას, მიატოვებს ხალხის ფულის ფლანგვას და ეს შესაძლებლობები დაუბრუნდება ხალს. - განაცხადა ლელა ქებურიამ.

„წალენჯიხაშიც, სამეგრელოშიც და მთელ საქართველოშიც, მოსახლეობის განწყობა არის ძალიან ცალსახა. საზოგადოებას უნდა ცვლილებები, ადამიანებს აღარ სურთ იცხოვრონ იმ პრობლემებში, რომლებიც შეიქმნა და გაღრმავდა ბოლო წლების განმავლობაში. ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, სიღარიბე, უიმედობა და კრიმინალი. გამოსავალი გახლავთ მხოლოდ ერთი, ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე და როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს მხოლოდ ერთი დღე, 31 ოქტომბერი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილებები, ვისაც უნდა უკეთესობა და წინსვლა ამ ქვეყანაში, აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს არჩევნებზე, შეცვლის საკუთარ ცხოვრებას და ხმას მიცემს იმ გუნდს, რომელსაც გააჩნია გეგმა, ხედვა და კომპეტენცია მომავლისკენ და გუნდს, ეროპულ საქართველოს, რომელიც არის კომპასი საქართველოს სწორ გზაზე დასაყენებლად და სწორი და გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42