,,ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა შეხვედრა იყო ძალზედ საინტერესო. საუბარი ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცეს შეეხო.
კარლ ჰარცერი დაინტერესდა საარჩევნო პერიოდში „ერთიანი საქართველოს“ სტრატეგიით, მუშობის მეთოდებით და ხედვით.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს გააცნო საარჩევნო გეგმები, ასევე მან არჩევნების სამართლიან და სტაბილურ პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრეები გაუზიარა.
ბატონმა კარლ ჰარცერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან პირობებში ჩატარდება და ყველა პარტია შეძლებს თანაბარ პირობებში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პანდემიის ვითარებაში არჩევნების ჩატარების სპეციფიურობას და საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობას, იმისთვის რომ საარჩევნო პროცესს მეტი ნდობა ჰქონდეს.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცერს საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ ბატონმა ელჩმა ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები






