დამტკიცდა კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქის ევროპაში გაშვებას მესაზღვრე გადაწყვეტს
პოლიტიკა - 15:30, 02 Sep, 2020     28796

დაამტკიცეს კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქის ევროპაში გაშვებას მესაზღვრე გადაწყვეტს - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. ამ შინაარსის კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 არცერთის წინააღმდეგ დღეს, 2 სექტემბერს დაამტკიცა პარლამენტმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, აგრეთვე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს. ეს წესები და პირობები მინისტრმა 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაადგინოს.

ცვლილება შევიდა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში. პროექტში ჩაიწერა, რომ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრან ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:

  • იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
  • წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.

აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ

  • საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა;
  • საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს;
  • არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ჯავშანს;
  • არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას;
  • არ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • არ წარადგენს მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას.

კანონპროექტი 2018 წლის აპრილშია ინიცირებული და მისი ავტორი 9 პარლამენტარია, მათ შორის, არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ოთარ დანელია, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და ზვიად კვაჭანტირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42