„სტარტეგია აღამაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას პოლიციის სისტემაში არსებულ მენეჯმენტურ ხარვეზებს უკავშირებს და პოლიციელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბურობს.
„პოლიციელები არიან დამსახურებული მოქალაქეები, რომლებიც იცავენ ჩვენს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნველყოფა სათანადო ხელფასის სახით. თუმცა სისტემაში არსებობს საკმაოდ ბევრი სხვა ხარვეზი, რომლის სათავეც მენეჯმენტშია. პოლიციის სისტემის რეფორმა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობამ შეიმუშავა და რომელშიც ჩართულები იყვნენ ამ სფეროს ექსპერტები, მიმაჩნია დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობას დაარეგულირებს, პოლიცია აღარ იქნება პილიტიზირებული და ის იზრუნებს ჩვენს უსაფრთხოებაზე,” - განაცხადა თეონა აქუბარდიამ და გეგმის განხორციელების შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელოვან კომპონენტებს შეეხო.
“ცნობილია, რომ ამ სისტემის ერთ ერთი პრობლემური ნაწილი და უკვე აქილევსის ქუსლად წოდებული - გამოძიებაა, რის გამოც დანაშაულის გახსნა არ ხდება და მრავალი დამნაშავე ჯერ კიდევ, დაუსჯელი დადის ქუჩაში. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ კრიმინალური საქმეები ამისთვის მნიშვნელოვანია მოდერნიზირებული ლაბორატორიები საგამოძიებო სამსახურისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გამოძიებაში. ხშირად უსმენთ ალბათ საჯარო განხილვებს გამოძიებასთან დაკავშირებით , განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, დისკუსია და რეალურ პრობლემეაზე არავინ საუბრობს. სად ვიჭედებით? დღეს ფატობრივად არ ხდება ტექნოლოგიების გამოყენება, არ გაგვაჩნია მოდერნიზებული ლაბორატორიები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი,“ – აღნიშნავს აქუბარდია.
„სტარტეგია აღამაშენებლის“ სპიკერისთვის ცოტა გაუგებარია, როცა საუბრობენ და მანიპულირებენ სტატისტიკასთან დაკავშირებით:
“სტატისტიკა, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს და რომელიც საკმაოდ, კატასტროფულია, მის ოფიციალურობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვის ქვეშ აყენებს და საპირისპიროს აქვეყნებს, თითქოს 2017 წლიდან გაუმჯობესდა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შეფასების სტატისტიკა. ჩვენ ახალი მიდგომებით ევროპული სტადარტებით მოვახდენთ დანაშაულის აღრიცხვახ, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ეს სტატისტიკა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში”
რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად თეონა აქუბარდია მოქალაქეების მოსმენებს ასახელებს, რაც დაუშვებელია.
„აქ არ არის საუბარი კრიმინალის მოსმენებზე, აქ არის საუბარი მშვიდობიანი მოქალაქეების მოსმენაზე. საქართველოში ტელეფონზე მოსმენა ხდება არამართლზომიერად და ამის გამოძიება და
მასალის გამოყენების პირობები






