"სამეგრელოსთვის თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროპროდუქტია და შესაბამისად, მეტი ყურადღებაა საჭირო, იმიტომ, რომ უამრავი ოჯახი არის ჩართული ამ ბიზნესში"- გიგი უგულავა
პოლიტიკა - 13:33, 02 Sep, 2020     809

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჭკადუას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივებს მრავალი პრობლემა აწუხებთ. მათ შორის უმნიშნელოვანესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მისი თქმით, ადამიანები სამუშაოდ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე მიდიოდნენ, თუმცა მთავრობა მათ ამის საშუალებას აღარ აძლევს. გიგი უგულავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ აგროპროდუქტზე. მისი თქმით, თხილი არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი რეგიონისათვის, ხოლო მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივებს, რათა მათი პროდუქტი გახდეს კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე.

„სამეგრელოსთვის თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროპროდუქტია და შესაბამისად, მეტი ყურადღებაა საჭირო, იმიტომ, რომ უამრავი ოჯახი არის ჩართული ამ ბიზნესში. უკანასკნელ წლებში ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა რეგიონს, ფაროსანა წელსაც პრობლემაა, თუმცა არა იმ მასშტაბის. ეხლა მთავარია, რომ ყველამ, ვინც ამ საქმეშია ჩართული, გავაცნობიერთ ის, რომ აუცილებელია შეწამლვა და მოვლის ის სტანდარტი, რომელიც შემდეგში ამ პროდუქტს გახდის კონკურენტუნარიანს, რადგან მსოფლიოში დიდი კონკურენციაა. რაც მთავარია, ფასმა უნდა აიწიოს, ხოლო ამისათვის საჭიროა, რომ გაიზარდოს ხარისხი. ჩემი აზრით, ძალიან დიდი პოტენციალია აქ, სამეგრელოში, ისევე როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოში და მეტი ყურადღებისა და ხელშეწყობის პირობებში, მეტი თავისუფალი ბაზრის ხელშეკრულების პირობებში, ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში და რაც მთავარია ნახოს შემოსავალი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სწორედ ეს უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხალხს პოსტპანდემიურ პირობებში ელემენტარული გამოკვება სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ მეტი ძალისხმევა და ყურადღება გვმართებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩავუკეტოთ ადამიანებს საზღვრები, რადგან მრავალი ადგილობრივი სამუშაოდ თურქეთში გადადის სამუშაოდ, სეზონურ სამუშაოზე და მთელი წლის შემოსავალს იქ შოულობს. სინამდვილეში, ეს იყო ერთადერთი შემოსავალი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, დღეს მთავრობამ მათ გზა ჩაუკეტა და პრაქტიკულად აწვალებს, ატყუებს და თან ეუბნება, რომ უშვებს, მაგრამ სინამდვილეში არ უშვებს. ჩვენ თუ დროზე არ მივხედეთ საქმეს, მივიღებთ კატასტროფას ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთ საქართველოში.“ - აცხადებს გიგი უგულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42