ცესკო დღეიდან ოფიციალურად იწყებს ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია არჩევნების ორგანიზებისთვის - ცესკო
პოლიტიკა - 21:32, 01 Sep, 2020     1062

საქართველოს პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს

გაიმართება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა

გამოსცა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული

საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის (ცესკო) სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ

გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ

განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დიდი ხანია

დაიწყო და დღეიდან ოფიციალურად იწყებს ყველა იმ პროცედურის

განხორციელებას, რომელიც აუცილებელია არჩევნების ორგანიზებისთვის.


„ჩვენი მოქალაქეებისთვის ვქმნით ყველა პირობას, რომ მათ კენჭისყრის დღეს

თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი

უფლება“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს

პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს

არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.

„ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი

იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ

ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში

ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური

მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ

მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას“,- აღნიშნა პრესსპიკერმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია

უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657

საარჩევნო უბანზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით ავღანეთში

განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში

მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 - ბაგრამისა და მაზარი

შარიფის საარჩევნო უბნები.


ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების

მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ

პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ

ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით,

საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა

რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს

4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ

მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური

ოდენობაც.

როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა

ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ,

დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები.

ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის

გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების

დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი

კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის

შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი,

პირობები და ვადები.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ

მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,

მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ

მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების

პროცესში" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42