"ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ პარტია "ლელო“ უკვე არის საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თავად კობერიძე წარმოადგენს
პოლიტიკა - 19:46, 01 Sep, 2020     1149

„ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ პარტია „ლელო" უკვე არის საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თავად კობერიძე წარმოადგენს.

კობერიძის თქმით, ის წარმოადგენს პარტიას, რომელიც იქნება ძალიან აქტიური იმ პერიოდში, რაც არის დარჩენილი არჩევნებამდე და საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით.

„ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იწყება არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ. გადავდივართ რეალურად ახალ ეტაპზე, რომელიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვანიჭებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ ამომრჩევლებთან. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ქვეყანა არ გადაყვეს ორპოლუსიან კინკლაობას. მათ უნდა დაინახონ ახალი პოლიტიკური ალტერნატივები ქვეყანაში და ასეთი ალტერნატივა სწორედ „ლელოა" " - განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო გეგმებზე და 5 სექტემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„5 სექტემბერს იქნება პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ მთავარ თეზისზე, თუ რას გააკეთებს „ლელო" პარლამენტში არჩევნებში გამარჯვების შედეგ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე და არა ერთმანეთში რაღაც გარკვეულ შეთანხმება გარიგებებზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ სპექტრთან სათანამშრომლოდ ვიქნებით მზად, ხაზს ვუსვამ, ისე და ისევ ამომრჩევლის კეთილდღეობისთვის. რაც შეეხება მთავარ პოლიტიკურ მიზანს, უცვლელია. ეს არის „ქართული ოცნების" დამარცხება არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ძალიან მკაფიო პროგრამა, ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა გითხრათ, რომ "ლელო საქართველოსთვის" არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც სრულად აქვს დაკომპლექტებული საარჩევნო ფრონტი, 30-ვე ოლქში მაჟორიტარების სახით და აქვს სრულყოფილი პოლიტიკური შინაარსი, აქვს ლეგალური პოლიტიკური ფინანსები იმისათვის, რომ ბრძოლა აწარმოოს გამარჯვებისთვის, ბრძოლა ადამიანებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. „ლელო საქართველოსთვის" გუნდში არიან ისეთი ახალგაზრდები, როგორიც არის ირაკლი კუპრაძე, რომელმაც ბათუმში, თითოეული ჩვენგანის ღირსება გადაარჩინა იმ ბანერის ჩამოხსნით, რომელიც შეიცავდა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას. ასეთი ადამიანები შექმნიან საქართველოს მომავალს,"- აცხადებს ლევან კობერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42