"ევროპული საქართველო“ უნდა იყოს სწორი ცვლილებების კომპასი, კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომელიც დააბრუნებს ქვეყანაში რწმენას, იმედს, განვითარებასა და კეთილდღეობას, დააბრუნებს უსაფრთხოებას - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:49, 01 Sep, 2020     830

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა ფოთში, პარტიის ლიდერებთან ერთად. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართელო იქნება კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

„შეიძლება ბევრი განსხვავებული რამ გვაწუხებდეს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ არის რაღაც, რაც ყველას გვაწუხებს, ყველას გვაწუხებს ის პრობლემები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა. ყველას გვაწუხებს უმუშევრობა და სიღარიბე. ყველას გვაწუხებს უიმედობისა და უპერესპექტივობის განცდა. ყველას გვაწუხებს კრიმინალი. ეს არის ის, რაც ყველას აწუხებს ქვეყანაში. ამ განსხვავებული პრობლემების მოგვარებას, ერთი საერთო რამ სჭირდება, სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. ამისა ეს არჩევნები, გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. ჩვენ უნდა შევცვალოთ უიმედობა იმედით და მომავლის რწმენით, ჩვენ უნდა შევცვალოთ კრიმინალი წესრიგითა და უსაფრთხოებით. დიახ, ჩვენ უნდა შეცვალოთ ეს ქვეყანა და ეს ცვლილებები მოაქვს სწორედ არჩევნებს. ამიტომაა არჩევნები მნიშვნელოვანი და ამიტომ გეკუთვნით არჩევნები თითოეულ თქვენგანს, დიახ არჩევნები ეკუთვნის ხალხს, იმიტომ რომ არჩევნებს ცვლილებები მოაქვს ხალხისთვის და ჩვენი გუნდის ამოცანაა, ამ არჩევნებმა ქვეყანას და ხალხს მოუტანოს გარდამტეხი ცვლილებები. მაგრამ ცვლილებები თავისთვის არ ხდება და იმისთვის, რომ იცოდე რა მიმართულებით წახვიდე, რა შეცვალო და როგორ, საჭიროა გუნდი, ცოდნა, კომპეტენცია, საჭიროა ხედვა, გზამკვლევი, რომელიც ქვეყანას სწორი ცვლილებებისკენ წაიყვანს და ეს გზამკვლევი, ეს ცვლილებების კომპასი არის და უნდა იყოს „ევროპული საქართველო. სწორედ დღეს აქ, საზღვაო ქალაქში, ვსაუბრობთ კომპასზე. სად თუ არა საზღვაო ქალაქში იციან რამდენად მნიშნველოვანია, როდესაც ხარ პრობლემების ოკეანეში, უიმედობის, გაჭირვების ოკეანეში, რომელიც ქვეყანას ივანიშვილმა მოუტანა, რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს კომპასი, რომელიც გაჩვენებს სწორ გზას, გაგიყვანს უსაფრთხო ნაპირზე და მიგიყვანს უკეთეს მომავალთან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42