ევროპულმა საქართველომ საარჩევნო სლოგანი წარადგინა - "შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“
პოლიტიკა - 17:59, 01 Sep, 2020     1661

როგორც ევროპულ საქართველოში აცხადებენ, დღეს ცვლილებებია საჭირო და ეს ყველასთვის უდავოა. მათი თქმით, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამისათვის კი სწორი კომპასია საჭირო, რომელიც სწორ მიმართულებას აჩვენებს.

„ის, რომ ცვლილებები გვჭირდება, ყველასთვის უდავოა. ყველას მოგვბეზრდა სიღარიბე, უიმედობა და უმუშევრობა. მაგრამ, ის რომ ცვლილებები გვინდა, არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ყველაფერი ავტომატურად კარგად იქნება. ამიტომ, მხოლოდ ივანიშვილის დამარცხება კი არ არის ამოცანა, არამედ მთავარი ის არის, რომ ქართული ოცნება ისე შევცვალოთ, რომ შემდეგ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, სიღარიბე დავძლიოთ, კრიმინალი ავლაგმოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

ამ ყველაფრის სწორი ხედვა მხოლოდ ჩვენ, ევროპულ საქართველოს გაგვაჩნია. ამ ყველაფრის მისაღწევად სწორი კომპასია საჭირო, კომპასი, რომელიც გვიჩვენებს რა არის სწორი მიმართულება, კომპასი რომელიც გვიჩვენებს, რომ სიღარიბის დასაძლევად პენსიების, სოციალური დახმარებების და დევნილების დახმარებების გაორმაგებაა საჭირო და არა უმიზნო პროგრამებში ფულის ხარჯვა, კომპასი, რომელიც გვიჩვენებს, რომ გადასახადების დაწევით და ინვესტიციების მოზიდვით არის შესაძლებელი სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახებისთვის მეტი ფულის დატოვება და არა პოპულისტური დაპირებებით, რომლის სამყოფი ფული ბიუჯეტში უბრალოდ არ არის.

ჩვენ ევროპული საქართველო ვიქნებით თქვენი კომპასი, როგორ დავამარცხოთ ივანიშვილი და შემდეგ როგორ წავიყვანოთ წინ ქვეყანა, როგორ დავუბრუნოთ ხალხს კერძო საკუთრებაში მთავრობის მფლობელობაში მყოფი მიწები, საძოვრები, სახნავ-სათესები და სხვა საკუთრება, როგორ დავამარცხოთ კრიმინალი, ისე, რომ თან დავიცვათ ადამიანის უფლებები და როგორ შევქმნათ ისეთი ძლიერი საქართველო, რომელიც ღირსეულად დაიცავს თავის ინტერესებს, გახდება ევროპული ოჯახის წევრი და შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ოჯახები იყოს ძლიერი, წელგამართული, დაცული და მდიდარი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42