ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებიდან მოიხსნას
პოლიტიკა - 14:55, 01 Sep, 2020     900

ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებიდან მოიხსნას.

ნადირაშვილის თქმით, საკითხის განსახილველად 30 პარლამენტის წევრის თანხმობაა საჭირო და ოცი ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა უკვე არსებობს. ევროპული საქართველოს წევრმა მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ დაამატონ დანარჩენი ხელმომწერები.

"პატრიოტთა ალიანსი აკეთებს იმას, რასაც კრემლი ავალებს. თუ ეს თქვენი შექმნილი პრობლემა არაა, ევროპული საქართველო დღეს ვაქვეყნებთ ინიციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმოწერებით და მოვითხოვოთ პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნა. ამისთვის 30 პარლამენტის წევრის ხელმოწერაა საკმარისი. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და მივმართავ უმრავლესობას - დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები. თუ ეს გუნდი თქვენი გაგრძელება არაა, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა შეიყვანა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში და სწორედ ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს.

"გამოქვეყნდა დოკუმენტები და უბრალოდ, ტელევიზორს უნდა შეხედოთ და ნახოთ პუტინის ადმინისტრაციიდან როგორ ურჩევენ რაზე ისაუბრონ, როგორ არის მათთვის ფული გამოქვეყნებული", - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42