როგორ ეხმარებოდა კრემლი პატრიოტთა ალიანსს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის "გამართლებაში" - ცენტრი დოსიეს ახალი მასალა
პოლიტიკა - 14:49, 01 Sep, 2020     1401

ცენტრი დოსიე პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს.

მასალებში ასახულია რუსული "კონტრარგუმენტები", ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.

დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებსა და დოკუმენტში წერია, რომ გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნება პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რამაც მათ მიმართ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ამის მოგერიებაში კი პარტიის დახმარებას მოსკოვიდან ცდილობდნენ წინასწარ დაწერილი პასუხებით. ამ თეზისებით ალიანსის ლიდერებს ჟურნალისტებისა და ოპონენტების კრიტიკული პოზიციები უნდა მოეგიერებინათ.

სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ მთავარი აქცენტი ილორის ტაძრისთვის ხატის შეწირვაზე და აფხაზეთთან დიალოგის აუცილებლობაზე უნდა გააკეთონ. დოკუმენტში მოყვანილი თეზისები ემთხვევა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის რიტორიკას აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ.



დოსიე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სტრატეგიაზე და იმ აქტივობებზეც აქვეყნებს ინფორმაციას, რითაც მათ უახლოეს მომავალში უნდა იხელმძღვანელონ. ეს აქტივობები მოიცავს საპროტესტო აქციებს, პიკეტირებებს და საარჩევნო დაპირებებს:

  • აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში აჭარის მცხოვრებლების მიერ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება. განმახორციელებლები შეიძლება იყონ - რიგითი მუშები, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულები, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორი კი საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი მუსულმანი და ქრისტიანი ძმები ან სხვა ძალა, მაგალითად, ახალშექმნილი აჭარის დაცვის არაფორმალური კომიტეტი და სხვა.
  • მაჟორიტარი კანდიდატების აქცია — "წაიყვანე ბავშვები სკოლაში", რაც მაჟორიტარი კანდიდატების მიერ ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას გულისხმობს.
  • 8 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია თემაზე: "სიმართლისა და ობიექტურობისთვის". მიწვეული სტუმარი პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით-თარხან მოურავი იქნება.
  • მორიგი ინიციატივა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეხება, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეძლოთ. პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო ყუთების გახსნის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

ასევე, ცენტრი აქვეყნებს აგიტატორებისა და პარტიის მხარდამჭერებისთვის განკუთვნილს გეგმას, რომელშიც საუბარია იმაზე, რა აქცენტები უნდა ჰქონდეს მათ გამოსვლებს და როგორ უნდა იმუშავონ მასასთან.


აგიტატორების სამუშაო გეგმა და პატრიოტთა ალიანსის სააარჩევნო მესიჯები

ფოტო: ცენტრ დოსიე

დოსიე, აგრეთვე, პატრიოტთა ალიანსის ლიედერებისთვის განკუთვნის წერილს აქვეყნებს კურატორებთან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა პატრიოტთა ალიანსის არაოპერატიულობის გამო, მოსკოველ, კრემლთან დაახლოებულ კურატორებს მათთან კამათი უწევთ, რასაც პარტიაშიც "გაღიზიანებულად" პასუხობენ, თუმცა მათ ძირითად დავალებებს მაინც ასრულებენ.

დოკუმენტებში წერია, რომ პატრიოტთა ალიანსი 80-მდე ადამიანის შეგროვებასა და აგვისტოს ბოლომდე ვიდეორგოლების დამზადებას აპირებს, სადაც ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერასა და სიმპატიას გამოხატავენ.

ამ სიაში მოხვდა: პოეტები საღლიანი და ოთარაშვილი, კომპოზიტორები სეფიაშვილი და მჟავია, მომღერლები თამარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, კარატისტი კაკაბაძე და ლომია, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირიდან გონაშვილი, ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია და სხვა.



ცენტრის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსი დათანხმდა გადაეცა რუსი პოლიტტექნოლოგიებისთვის მასალები, რომლებიც შეიცავს ამომრჩეველთა მისამართებს და სახლებში სადარბაზოებისა და ბინების რაოდენობას. ამ ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზად რუსეთში ალიანსის საარჩევნო გაზეთების გასავრცელებლად საჭირო რაოდენობის განსაზღვრა დაასახელეს.

დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე მოსკოვიდან პატრიოტთა ალიანსს აქციის გამართვა სთხოვეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა მათ კურატორებს მისწერეს, რომ ირმასა და დავითის მონაწილეობით გადაცემები 6, 7, 9 და 10 აგვისტოს გავიდა ეთერში. 8 აგვისტოს კი მხოლოდ კლიპები გაუშვეს. პატრიოტთა ალიანსში ომის წლისთავზე მიტინგის მოწყობაზე უარი თქვეს, რადგან მათივე თქმით, ამას მათ ხალხი ვერ აპატიებდა და ამის მოთხოვნა თბილისში არსებული სიტუაციის სრული ვერ გაგებაა.

დოსიეს მიერ გამოქვეყნებული გამოძიების პირველ ნაწილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტია მოსკოვიდა რვა მილიონით ფინანსდება და მას კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები კურირებენ, გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველი გუნდში. მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პატრიოტთა ალიანსს ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაუდასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. თავად პატრიოტთა ალიანსის ერთე-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი ბრალდებები უარყო და განაცხადა,რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს.

ალიანსზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ეს მათ არ ეხებათ და საქმე აუდიტის სამსახურს გადასცეს.





    მასალის გამოყენების პირობები


    სხვა სიახლეები
    ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
    მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
    მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
    სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
    "ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
    პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
    ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
    სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
    გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
    თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
    “გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
    თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
    "თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
    საინტერესო ამბები
    იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
    დღეს, 02:42
    "ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
    დღეს, 02:42
    კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
    დღეს, 02:42
    ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
    დღეს, 02:42