ირმა ინაშვილები ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე - ელენე ხოშტარია.
პოლიტიკა - 14:09, 01 Sep, 2020     1010

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია კრემლისა და პატრიოტთა ალიანსის კავშირებზე განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო უწყებებს საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის და რუსეთის კავშირები ცალსახაა და ამას ადასტურებს დოსიეს ანგარიშის მეორე ნაწილი, სადაც კრემლის მიერ მიცემული ინსტრუქციებია ასახული პატრიოტთა ალიანსის მიმართ. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ინსტრუქცია პატრიოტთა ალიანსმა შეასრულა და ეს მათ განცხადებებში ჩანს. ელენე ხოშტარია სახელმწიფო ორგანოებს ამ საქმის სათანადო გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, კრემლის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით გამოქვეყნდა გუშინ საღამოს. დოსიეს ანგარიშის ამ მეორე ნაწილში მოყვანილია კონკრეტული მიმოწერა, მსჯელობა პატრიოტთა ალიანსის კამპანიის ბევრ ასპექტზე, როგორებიცაა მათი სლოგანები, ბანერები, მესიჯები, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ. დღეს, გარდა ამ ფაქტებისა, მინდა კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება იმ დამთხვევებზე, რომელიც მიცემულ ინსტრუქციებსა და ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას შორის არის.

მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი წავიდნენ აფხაზეთში და ამან გამოიწვია საზოგადოებრივი რეაქცია, ირმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსმა მიიღო კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ ბრალდებებს. ამ ინსრუქციაში მოყვანილია ფრაზები იმის შესახებ, რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო, დავალებული აქვთ თქვან, რომ ისინი ჩავიდნენ ახლობლებთან და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ზუსტად 26 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ირმა ინაშვილმა მიიღო ეს ინსტრუქცია, ჩვენ მის ბრიფინგში ვკითხულობთ ზუსტად ანალოგიურ ფრაზებს. დამთხვევა არის ძალიან ცალსახა, იდენტურია ინსტრუქციები და ინაშვილის სიტყვები.

ამავდროულად, ამ ინსტრუქციებში, საუბარია ნეიტრალიტეტის ხაზგასმის და ხშირად ხსენების აუცილებლობაზე, რომელ ინსტრუქციასაც ირმა ინაშვილი ასრულებს 26 აგვისტოს და საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე.

აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილი, ირმა ინაშვილები ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება, დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი, ჩვენ გვესმის ვოლსკისგან საუბარი, რომ თითქოს ეს რაღაც ფურცლებია და მათ გამო რეაგირება არასერიოზულია, ასევე მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მათ არ აქვთ მანდატი გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითი.

ამრიგად ჩვენ მოვითხოვთ,რომ სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატრამ უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი, ეს შეიძლება იყოს მტრული სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა.“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ჩვენი, ყველას ამოცანა არის მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი. რუსეთის ამოცანა არის ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში სახელმწიფოს ვალია, მათ შეუშალონ ხელი. სხვა შემთვევაში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42