"ქვეყანა, სადაც მეცნიერება და განათლება მოკლეს, ანუ რატომ უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება?!“ – "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
პოლიტიკა - 12:07, 01 Sep, 2020     1573

დღეს 1 სექტემბერია! მართალია ეს დღე ბევრისთვის ჯერ კიდევ ასოცირდება სწავლის დაწყების საზეიმო განწყობასთან, მაგრამ დღევანდელ რეალობაში 1 სექტემბერი ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღეა! საარჩევნო კამპანიას კი, როგორც ყოველთვის, თავისი პრიორიტეტები და თავისი განწყობები მოაქვს, თანაც არა ყოველთვის სასიამოვნო. ამასთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ ვფიქრობ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში კრიმინალი, კორუფცია და ნეპოტიზმი ისეთი მასშტაბით დაბრუნდა, რომ ამას ალბათ იმ ავადმოსაგონარ 90 -იან წლებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. ისიც სრულიად ნათელია, რომ სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების ჩამოთვლას უკვე აზრიც აღარ აქვს, რადგან ხელისუფლებამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით დაამკვიდრა უსამართლობის, უპერსპექტივობის განცდა და ნორმად აქცია ტოტალურ ტყუილში ცხოვრება.

თითქოს ამაზე ცუდი რაღა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ... ვფიქრობ არანაკლებ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლების არაკომპეტენტურობა და სრული დეგრადაცია მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივასაც. კერძოდ:

· ყველას კარგად მოეხსენება, რომ განათლების და მეცნიერების სისტემაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა (რასაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების უამრავი კვლევაც ადასტურებს), თუმცა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას ეს ნაკლებად აინტერესებს და ხშირად, რეფორმების იმიტაციით, კოსმეტიკური ცვლილებებით თუ სხვადასხვა მანიპულაციებით, ცდილობს სისტემა გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

· შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხელისუფლების უმეცრების და უპასუხისმგებლობის შედეგად ქვეყანაში მეცნიერებას თითქმის მთლიანად დაეკარგა როგორც შემეცნებითი, ასევე პრაქტიკული, გამოყენებითი ფუნქცია და დანიშნულება. აქაც ხშირად მოჩვენებითი, ფსევდომეცნიერული აქტივობა და ტოტალური ტყუილია გამეფებული. თუ მეცნიერებაში ცოტა კიდევ რამ შემოგვრჩა, ისიც მხოლოდ ცალკეული ნიჭიერი მეცნიერების ან ცალკეული ორგანიზაციების ინდივიდუალური ძალისხმევის ხარჯზე, რომლებიც უმძიმეს პირობებშიც კი რაღაცნაირად მაინც ახერხებენ ღირებული სამეცნიერო პროდუქტის შექმნას, ხოლო ის მწირი დაფინანსება, რაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მეცნიერებაზე, კაცმა არ იცის რისთვის და ვისთვის იხარჯება. არანაირი კონცეპტუალური ხედვა და გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში რეალურად არ არსებობს.

· სრულიად აშკარაა, რომ სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის მენეჯმენტმაც დეგრადაცია განიცადა. დღეს ის სრულიად არაკომპეტენტური და ჩამოშლილია - არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და რეალურ გამოწვევებს, ამიტომ სახელმწიფო ფინანსების (ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის) ამ უსისტემო, გაუაზრებელ ხარჯვას ქვეყნისთვის პრაქტიკულად არანაირი სარგებელი და დადებითი უკუგება არ მოაქვს. ეს ფული მუდმივად „წყალშია გადაყრილი“.

· მეცნიერების სისტემის და მისი სახელმწიფო მენეჯმენტის აღნიშნული კოლაფსის გამო ქვეყანა დარჩა ახალი ცოდნის გენერაციის სისტემის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემას გამოცლილი აქვს მყარი საფუძველი და ამიტომ ისიც პრაქტიკულად აცდენილია თავის არსებით ფუნქციებს, რაც გამორიცხავს მის ხარისხობრივ განვითარებას და ნებსით თუ უნებლიეთ ისიც იძულებულია მოჩვენებითი განვითარების ჩაკეტილ წრეზე იტრიალოს.

· თავს ნუ მოვიტყუებთ, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრების შექმნა, ეს არაა მხოლოდ ლამაზი შენობების აგება და მათთვის ლამაზი, სადღაც ყურმოკრული სახელების დარქმევა. „ტექნოლოგიური ცენტრები“ და „ტექნოპარკები“ სინამდვილეში სულ სხვა რამ არის და არა ის, რის შემოჩეჩებასაც ასე მონდომებით ცდილობს ხელისუფლება. ვერც უცხოური სამეცნიერო - საგანმანათლებლო ცენტრების და სისტემების ზერელე, გაუაზრებელი მიბაძვა და ვერც „წყალ-წყალა“ ფესტივალების და „იუბილეების“ ჩატარება ამ საქმეს ვერ უშველის, მითუმეტეს მაშინ, როცა ევროკომისიის მართლაც კომპეტენტური ექსპერტების მიერ ქვეყნისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები არ/ვერ სრულდება და წლების განმავლობაში სადღაც თაროზეა შემოდებული.

· ქვეყნის განათლების და მეცნიერების სისტემის ცუდი მენეჯმენტის - მინისტრების და პრემიერ მინისტრების არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობის და რეფორმების სწორი ხედვის არქონის გამო, თითქმის მთლიანად განადგურდა ქვეყნის მთელი სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, დაიშალა წლობით ნაშენები სამეცნიერო სკოლები, უშედეგოდ დაიხარჯა უამრავი დრო და სახელმწიფო ფინანსები. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ დღეს

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეცნიერება და განათლება მოკლეს!

სრულიად აშკარაა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ საკუთარი ხელით საბოლოოდ გავანადგურებთ არა მარტო აწმყოს, არამედ საკუთარ მომავალსაც და საბოლოოდ დავრჩებით არშემდგარი, უპერსპექტივო ქვეყნების რიგში.

სწორედ შექმნილი უმძიმესი სიტუაციის გამო, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის განათლების და მეცნიერების მართვის არსებული სისტემის ძირფესვიანად შეცვლა, რაც არსებული ხელისუფლების შეცვლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში პოლიტიკოსებმა, ბოლოს და ბოლოს კარგად გააცნობიერონ ის, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები მეცნიერების სისტემის მენეჯმენტის შეცვლით უნდა დაიწყოს!

ეს გზას გაუხსნის ნამდვილ რეფორმებს არა მარტო განათლების, არამედ სხვა რიგი ფუნდამენტური მიმართულებითაც, მათ შორის სამართლებრივ სფეროში, ეკონომიკაში და ა.შ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42