"მივმართავ განათლების მინისტრს, დაუშვას გამონაკლისი" - სერგო რატიანი ერთიანი ეროვნული გამოცდებით განმეორებით ჩარიცხვებსა და საგრანტო დაფინანსების შეცვლას ითხოვს
პოლიტიკა - 11:05, 01 Sep, 2020     1030

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანმა, პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

"გუშინ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ წელსაც არიან ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში. ასეთი 500 აპლიკანტია.

გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელ სასწავლო წელს, პანდემიის გამო, აბიტურიენტები აღმოჩნდნენ განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში და არსებული მდგომარეობაც კითხვის ქვეშ ტოვებს სასწავლო წლის სრულფასოვან აღდგენას, მივმართავ განათლების მინისტრს, დაუშვას გამონაკლისი და საგანმანათლებლო სისტემისთვის ნაცნობი პრაქტიკის მიხედვით აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მიეცეთ უფლება, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე.

აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ, შევეხო საგრანტო დაფინანსების საკითხს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. არსებული დაფინანსების მოდელი წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტურ ხარჯს.

მივმართავთ მთავრობას, რომ სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიცვალოს დაფინანსების არსებული არასამართლიანი მოდელი" - განაცხადა რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42