გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას კატასტროფულ სამუშაო პირობებს უკავშირებს
პოლიტიკა - 23:00, 31 Aug, 2020     1091


„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 46 წლის მემანქანის, კობა ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ვაშაძე ჭიათურის მაღაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს:


„მწუხარებას გამოვთქვამ ჭიათურაში მომხდარი მორიგი ტრაგედიის შესახებ რომელსაც 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის მორიგი შემთხვევა, რომელმაც დაგვანახა თუ როგორ ილახება ადამიანთა უფლებები და რომ მათ უსაფრთხო გარემოში არ უწევთ მუშაობა. ამ შემთხვევაში მთავარი შრომის უსაფრთხოების კანონი კი არ არის, რომელიც ისედაც მკაცრია ქვეყანაში, არამედ პრობლემა, მაღაროს მმართველ კომპანიაშია, რომელიც გარიგებულია "დამსხვრეული ოცნებების" მთავრობასთან. კომპანია, რომელიც ძარცვავს მთელ ჭიათურას და ერთადერთი ინტერესი გააჩნია, რაც შეიძლება ბევრი ფული გააკეთოს მარგანეცის მოპოვებაში, სანაცვლოდ კი, არ ზრუნავს შრომის უსაფრთხოებაზე და ერთი ლარის ინვესტიციასაც კი არ ახორციელებს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე და ხელისუფლებას ამ კომპანიასთან გარიგებაში ადანაშაულებს.


„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობა ჩართულია ამ პროცესში და მარგანეციდან წილებს იღებს.


„ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს ჭიათურის მანგანუმში არსებულ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ხალხი მუშაობს. ასობით მილიონი ლარი ილექება კონკრეტული ადამიანის ჯიბეებში და კაპიკები იხარჯება მომუშავე პერსონალზე ხელფასის სახით. კატასტროფულ გარემოში უწევთ მუშაობა ჭიათურაში ადამიანებს. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში დავიცავთ თითოეული ჭიათურელის ინტერესს, ჭიათურ-მანგანუმის შემოსავლებიდან აუცილებლად წავა კონკრეტული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. აქ არსებული ფინანსური რესურსი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს. ამასთან, არცერთ კომპანიას არ ექნება უფლება დაარღვიოს კანონი და არ უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები, რაც აუცილებელია. დიდი კორუფციული სქემა, რომლითაც ხელმძღვანელობენ ჭიათურის მანგანუმში ერთხელ და სამუდამოდ დაიშლება. შემოსავლები კი ქართველი ოჯახების ბიუჯეტს შეავსებს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42