ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა თუ მოქალაქეების საჭირობებზე ზრუნვა? -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ათავდაცვის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი ლარის ჩამოწერას გეგმავს 1000-მდე ადამიანისთვის, რომელებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ დავალენება ჰქონდათ.
"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გორში გააკეთა. ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა და მინისტრმა გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამდე ჰოსპიტალის დირექტორმა პაციენებს, რომლსაც დავალიანება უფიქსირდებოდათ წერილები გაუგზავნა და თანხის გადახდა მოსთხოვა, თუმცა, გზავნილების ადრესატების ნაწილი უკვე გარდაცვლილია.
მასალის გამოყენების პირობები






