"პრობლემები "აღმოჩენილი" ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა! ხოდა, გაეშვით, მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ნამდვილად იცის, როგორ აკეთოს საქმე!" - სოფო შამანიდი გახარიას
პოლიტიკა - 20:02, 31 Aug, 2020     1261

"აღმოჩენილი" ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა! - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალური ქსელის საშუალებით "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სოფო შამანიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლას. გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრის დროს რიგ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია და მმართველმა გუნდმა უნდა მოაგვაროს.


სოფო შამანიდის თქმით, „ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს, მისი გამოსვლა კი მხოლოდ დაპირებაა, რადგან, შესაძლოა, ქართული ოცნება უბრალოდ ვერ აგვარებს ამ პრობლემებს და არ აქვთ პრობლემების მოგვარების გზები.


"აღმოჩენილი" ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა!
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - დღეს პრემიერმა გახარიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატი, მრავალჭირვარამ (ბოდიში, პარტია) ნახული ანზორ ბოლქვაძე წარადგინა და ტრადიციისამებრ, ისაუბრა იმაზე, რომ "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია".
პრემიერმა აქვე დასძინა, რომ პრობლემები ისევ არსებობს და რომ "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლებია, ამ პრობლემებზე ვმუშაობთო".
დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თურმე პრემიერმა ამ პრობლემების შესახებ იცოდა და "დღეს არ აღმოუჩენია". ასევე ისიც შევიტყვეთ, რომ "ქართული ოცნება" 8 წლის განმავლობაში ამ პრობლემებს სწავლობს, აანალიზებს, ფიქრობს მათი მოგვარების გზებზე, შემდეგ "იმ კაცს" უთანხმებს, შემდეგ ისევ აანალიზებს, ისევ ფიქრობს, მერე საბიუჯეტო წელი გადის და ვერ ათვისებულ თანხას (შესაბამისად, არ გაკეთებულ საქმეს) უკან, ბიუჯეტში აბრუნებს.
ძვირფასო პრემიერო, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უბრალოდ ვერ აგვარებთ ამ პრობლემებს, უბრალოდ არ გაქვთ პრობლემების მოგვარების გზები, არ იცით და მორჩა. ჰოდა, გაეშვით. მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ნამდვილად იცის, როგორ აკეთოს საქმე! - წერს შამანიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42