მესი, ჩემთვის მარადონასთან ერთად არამარტო ფეხბურთის ყურებისა და გულშემატკივრობის, არამედ ცხოვრების ერთ-ერთი მოტივაციაც იყო და არის - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 19:39, 31 Aug, 2020     1191

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუს აქვეყნებს.

აღნიშნულ სტატუსში გიგა ბოკერიამ ფეხბურთზე და ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა კატალონიის ბარსელონადან. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამით ეპოქა სრულდება, თუმცა მისთვის საინტერესოა გააგრძელებს თუ არა არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას ინგლისურ მანჩესტერ სიტიში. ბოკერიას თქმით, მესის გაერთიანება ბარსელონას ყოფილ და სიტის ამჟამინდელ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან, ძალიან საინტერესო იქნება.

„პოლიტიკურ თემებთან ერთად, არის კიდევ ერთი საკითხი რომელსაც მინდა გამოვეხმაურო ვისაც ფეხბურთი უყვარს და აინტერესებს, ყველასთვის დიდი ამბავი ხდება. მესი ბარსელონადან შეიძლება წავიდეს. სევდიანი ამბავია. ახლა ნამდვილად ასე გამოიყურება, რომ მთავრდება დიდი ეპოქა რომლის პირველ ეტაპს კრუიფმა ჩაუყარა საფუძველი, როგორც მწვრთნელმა, მერე ვან გაალმა გააგრძელა, შემდეგ რაიკარდმა და საბოლოდ გვარდიოლამ შექმნა დი სტეფანოს რეალთან ერთად ყველა დროის საუკეთესო გუნდი. მე დღემდე მგონია რომ ბარსელონას თამაში მანჩესტერთან ჩატარებულ მეორე ფინალში, საუკეთესო ფეხბურთია, რაც კი ოდესმე ლაივში მინახავს. ეს თამაში ემოციით, ხარისხით და მნიშვნელობის კომბინაციით თითქმის გაუტოლდა ჩემი ბავშვობის მოგონებებს - მარადონას არგენტინის ინგლისთან, გერმანიასთან და ბელგიასთან თამაშები 1986 წელს, არგენტინა -უნგრეთი 1982 წელს და 1982 წლის ბრაზილია -იტალია, 1986 წელს ბრაზილია-საფრანგეთი. ბუნებრივია, დინამოს ვესტ-ჰემთან გასვლა (4-1), ფეინოორდთან სახლში (3-0) და რაც მთავარია, დინამო თბილისი- კარლცაისი ცალკე კატეგორიაშია- ეგ საქართველოს ნაკრებმა რომ მსოფლიო მოიგოს ისეთი ემოცია იყო.

ცალკე ამბავია მესი, რომელიც ჩემთვის მარადონასთან ერთად არამარტო ფეხბურთის ყურებისა და გულშემატკივრობის, არამედ ცხოვრების ერთერთი მოტივაციაც იყო და არის კარგი ამბავი ისაა, რომ სიტიში გვარდიოლასთან გაერთიანების შანსი არსებობს, რაც ბუნებრივად ჩემს და ყველას დიდ ინტერესს იწვევს. ხელახალი საფეხბურთო საოცრების შესაძლებლობას აჩენს. ეს ამბავი მაინც სევდანარევია - ამ ამბავმა, ბარსელონადან წასვლამ, კიდევ გამახსენა ის რაც ფეხბურთის ყველა ნამდვილ გულშემატკივარს აწუხებს-მესი რომ არ იქნება, მერე რა ვქნათ. უტრირება რომ მოვახდინო, მაგ ამბავზე ფიქრისისას ის განცდა მაქვს, რაც ადამიანს შეიძლება მხოლოდ ძვირფასი ადამიანის დაკარგვაზე/ განშორებაზე ჰქონდეს. როცა ჯერ განიცდი დაკარგვას და ვერ ეგუები, და როცა შეეგუები დიდი სიცარიელე რჩება. თავის დროზე (მარადონას კარიერის დასაწყისის შეფასებისას) მენოტიმ თქვა -დი სტეფანოს შემდეგ, ოცი წელი ორსულად იყო არგენტინაო. ასე რომ ისევ არგენტინის იმედი მაქვს რომ “რაღაცა იქნება”“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42