ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ ქვეყანას და ხალხს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომლის გზაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადის. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი,ლ რომელიც აჩვენებს სწორ გზას გარდამტეხი ცვლილებებისთვის.
„ქვეყანას და ხალხს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ამიტომ ევროპული საქართველო უნდა იყოს როგორც კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას და გამოსავალს ქართული ოცნების მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ისეთი პრობლემებიდან, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება და კრიმინალი და ევროპული საქართველო ინდა იყოს სწორედ ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, მოუტანს უკეთესობას და ეს არის სწორედ ოქტომბრის არჩევნების მთავარი ამოცანა.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






