"ოცნების" აღმსრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის, NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლები, სავარაუდოდ, არ ჩამოვლენ.
მისი განმარტებით, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი და მათ ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც მიიღეს.
"არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩევნებზე არჩამოსვლის საკითხი, ეს არის IRI, NDI, ასევე ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთანაც... გარკვეული იმედი არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ არჩევნებზე სხვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა.
მასალის გამოყენების პირობები






