ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი საზღვრისპირა სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ეხმაურება.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, სახელმწიფო, ქართული ოცნების მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნება საზიანო პოლიტიკას ატარებს და ეს იმაშიც ჩანს, რომ ოცნების მთავრობა გადაჭრით გამოვიდა ევროპული საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციებს რუსეთის მიმართ დამატებულიყო ის პროლემები, რომელიც აქვს მოსახლეობას.
„დისკომფორტის შექმნას სახელმწიფოსთვის უნდა ახდენდეს სახელმწიფო და ამას კერძო ინიციატივები არ უნდა სჭირდებოდეს.თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი საზომი, თუ რა საზიანო პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება არის ის, რომ ოცნების მთავრობა გადაჭრით გამოვიდა იმის წინააღმდეგი, რომ ევროკავშირის და შეერთებული შტატების უკვე დაკისრებულ სანქციებში მოხვედრილიყო ჩვენი პრობლემა. მათ შორის გატაცებების, მკველობების, ზოგადად ოკუპაციის და ჩვენი დევნილების ქონების პრობლემები აფხაზეთში, რაც ევროპულმა საქართველომ შესთვაზა გასულ წელს რეზოლუციის სახით პარლამენტს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






