დღეს ქვეყნაში კრიმინალი გაორმაგებულია, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი, 60%-დან 35%-მდეა შემცირებული - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:02, 31 Aug, 2020     979

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 35 000-დან 64 000-მდე გაიზარდა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 60%-დან 35%-მდე შემცირდა. ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი უსაფრთხოებას ვერც უზრუნველყოფენ. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის თქმით გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულებრივი საქმეების გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც დღეს არსებული მძიმე სტატისტიკაც ადასტურებს.

„დღეს შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა კრიმინალია. შედეგად ქვეყანაში დარღვეულია სიმშვიდე და ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობენ. წარმოგიდგენთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას ცხადყოფს. 2015 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია კრიმინალის დონე ქვეყანაში, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი, 60%-დან 35%-მდეა შემცირებული. საკმაოდ ბევრი კრიმინოგენული დანაშაულების შემთხვევებია ქვეყანაში: მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა, ამასთან იმატა დამნაშვის დაუჯელობის განცდამ,“ - აცხადებს ვაშაძე და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“ ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას აკისრებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მოქალაქეებს ეშინიათ ქუჩაში საღამოს გასვლის, რადგან ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულის კონკრეტული შემთხვევები და დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი მათი უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

დღეს სამართალდამცავი უწყებები გადასულები არიან პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, რა თქმა უნდა, დრო არ რჩებათ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოფენ მათი უსაფრთხოება. რადგან დამსხვრეული ოცნებების პარტიის მიერ დასახული მთავარი ამოცანა პოლიციური სტრუქტურის დეგრადირება და მათივე შეკვეთების შესრულება. მათგან ეკიპაჟებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მხარდამჟერების დევნის პირდაპირი დავალება და მითიეთება აქვსთ: დააშინონ, ხელი შეუშალონ საიმიჯო პლაკატების გაკვრისას და არა ებრძოლოს ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილ კრიმინალს. ყველაზე მძიმე რეალობაა, რომ საკმაოდ დაბალია მკვლელობებისა და ყაჩაღობის გახსნის მაჩვენებელი. სერიოზად მოიმატა თვითმკვლელობების შემთხვევებმა. საქმე აღძრულია ამ მუხლით, თუმცა გამოუძიბელია ამ ადამიანებს ეს თვითმკვლელობა ვინმემ აიძულა, მათზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა ვინ მოახდინა. აი, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ წარმოგიდგენთ გეგმას, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდებიან იმ უზარმაზარი წნეხისგან, რომელშიც ისინი მუშაობენ. გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, ეს უნდა დასრულდეს,“ - გიორგი ვაშაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42