“ლელომ” კიდევ ერთი ორგანიზაცია გახსნა და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა
დღეს, 31 აგვისტოს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ გურჯაანში კიდევ ერთი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. შეხვედრაზე „ლელოს“ მხარდამჭერები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ. რაიონული ორგანიზაციის გახსნას „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზრაძე, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს გურჯაანმა არსებული დაბრკოლებები. „ლელოს“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას გიორგი ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს. „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გურჯაანის მოსახლეობას მიმართა, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და რეგიონის განვითარებაზე ესაუბრა. „გავხსენით კიდევ ერთი წარმომადგენლობა და ასევე, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკატერინე ქვლივიძე არის გამორჩეული სამხედრო მფრინავი დამოუკიდებელ საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის რეალური ცვლილებები მოახდინოს ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ დაკომპლექტებული სერიოზული პროფესიონალებით და იმ ადამიანებით, ვინც იცის, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც „ქართული ოცნების“ გამო იმყოფება,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „ლელოს“ თავმჯდომარემ საარჩევნო დღის განკარგულების გამოცემასა და საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადასვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. „ლელომ“ წარადგინა თითქმის ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. „იმ რამდენიმე კანდიდატს, რომელიც უნდა დავასახელოთ რამდენიმე დღეში, წარვუდგენთ საზოგადოებას. პრაქტიკულად, გასული ვართ საარჩევნო ველზე, მიდის სეიროზული მუშაობა, იმედია ბრძანებაც იქნება გამოცემული. ჩვენ ძალიან სერიოზული შემართებითა და შედეგებით შევხვდებით არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების იმედით,“-განაცხადა ხაზარაძემ. გურჯაანის რაიონული ოფისის გახსნის დროს, მოსახლეობას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკატერინე ქვლივიძემაც მიმართა. მან მზაობა გამოთქვა რეგიონის პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. „ვიყო ამ ადამიანების დეპუტატობის კანდიდატი, ძალიან საპასუხისმგებლოა, ამით მე ამაყი ვარ. მზადყოფნას გამოვთქვამ ყველა იმ საკითხში, რაც აწუხებს რეგიონს, რომ ერთად მოვაგვაროთ. დღეიდან მე „ლელოს“ ჯარისკაცი ვარ და აქედან ვიბრძოლებ უკეთესი საქართველოსთვის. ეს არის პროფესიონალთა ჯგუფი და ამაყი ვარ იმ ინოვაციური მიდგომით, რომელიც მათ გააჩნიათ,“-განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






