ფოთი უნდა იქცეს მაგალითად საქართველოს ევროპული მომავლის, კეთილდღეობის, სადაც თავისუფალი ქალაქი, თვითმმართველობა და ადგილობრივები თვოთონ წყვეტენ საკუთარ ბედს და თვითონ მოიპოვებენ კეთილდღეობას - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 10:46, 31 Aug, 2020     1081

ფოთში ევროპული საქართველოს სახლი გაიხსნა, რომლის დიასახლისი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიაა. სახლი ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთში, ხობსა და სენაკში გიგა ბოკერიამ გახსნა. სწორედ მისი კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ეს სახლი, სადაც გარდა ჭადრაკის ტურნირებისა, მოქალაქეებს უფასოდ გაუწევენ როგორც იურიდიულ დახმარებას, ასევე ახალგაზრდებს დაეხმარებიან მათი იდეებისთვის შესაბამისი პროექტის მომზადებაში.

„ევროპული საქართველოს სახლის გახსნაა დღეს, მე ერთგვარი გამოცდილება მქონდა ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სახლის დიასახლისი ვიყავი და და ალბათ ამიტომაც გაკეთდა არჩევანი ჩემზე. პირველად ვარ ჩართული პოლიტიკურ კამპანიაში და ეს არა მარტო იმიტომ, რომ ჩემ შვილთან არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუმცა არჩევნები ომი არ არის, არჩევნები იდეების დაპირისპირებაა და არის პასუხლისმგებლობა ხალხის წინაშე. ჩემი პასუხისმგებლობაც არის,რადგან ევროპული სახლის დიასახლისი ვარ და ამავდროულად, ჩემ მშობლიურ ქალაქში ვარ, ამრიგად ეს არის ორმაგი პასუხოსმგებლობა ჩემთვის. ამ სახლის გახსნას დღეს ჩვენ სიმბოლურად ვიწყებთ, გამოფენით -„ფოთი და ფოთელები“, რადგან ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ პირველ გიმნაზიაში, ძალიან ბევრი ცნობილი ფოთელი გაიზარდა: პავლე ინგოროყვა, შალვა ამირანაშვილი, ეგნატე ფიფია, ნიკოლოზ ანთელავა და ბევრი სახელოვანი ადამიანი. გიგას ორივე ბაბუაც ფოთში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ, ამ გიმნაზიში სწავლობდა ალექსანდრე ბოკერია, მამაჩემიც საპატიო ფოთელი იყო და ძალიან მიხარია რომ ფოთთან დაკავშირებულნი არიან გიგას ორივე ბაბუა. ბევრი აქტივობა გაიმართება სახლში, მათ შორის იურიდიული კონსულტაცია, მინი გრანტების მოძიება, და სხვადასხვა. იმედი მაქვს, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი მოვა და ეს არჩევნები ფოთელებს საინტერესოდ დაამახსოვრდებათ.“ - განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.

„ამ ადგილს ჰქვია ევროპის სახლი, ამ სახლის დიასახლისის ინიციატივაა ეს და მე არ ვერევი. ჩემთვის ეს ძალიან მნშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ პირველად თავის ცხოვრებაში დედაჩემი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, თუმცა ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ ეს ქალაქი იყო სიმბოლო თუ როგორი ევროპული მომავლის, ევროპული ქალაქის აშენება სურდა მაშინდელ ქართულ ელიტას, ნიკო ნიკოლაძის მეთარობით და როგორ ჩაახშო ეს საბჭოთა რუსეთის გარე აგრესიამ. შემდეგში ეს ხედვა ვეღარ განხორციელდა და ეხლა, ფოთი უნდა იქცეს მაგალითად საქართველოს ევროპული მომავლის, კეთილდღეობის, სადაც თავისუფალი ქალაქი, თვითმმართველობა და ადგილობრივები თვოთონ წყვეტენ საკუთარ ბედს და თვითონ მოიპოვებენ კეთილდღეობას, რაშიც არავინ ხელს არ უშლის.ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ყველას პასუხისმგებლობა ვინც ხალხს მხარდაჭერას თხოვს.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42