სოფო შამანიდი - რა "აღმოაჩინა" პრემიერმა გახარიამ წინასაარჩევნოდ?
პოლიტიკა - 18:24, 30 Aug, 2020     3692

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სოფო შამანიდი ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, თუ რა აღმოაჩინა პრემიერმა გახარიამ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს და რას ჰპირდება ის მოსახლეობას.

"პრემიერმა გახარიამ აღმოჩინა, რომ ბათუმში ბოლო 8 წელი მხოლოდ 'ფული კეთდებოდა' (ვინ აკეთებდა ამ ფულს, არ დაუკონკრეტებია) და რომ ამიერიდან 'მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დღეს დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ'. ანუ, მხოლოდ ფულს კი აღარ გააკეთებენ, არამედ შეეცდებიან, რაც ამ 8 წელიწადში გადარჩა, შეინარჩუნონ. პრემიერმა გახარიამ რვა წლის თავზე ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინა, რომ რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია და რუსთავის მოსახლეობას 'ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმას' დაპირდა. აქვე ისიც აღმოაჩინა, რომ თურმე კომპანიები რუსთავში 'არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ' უკანასკნელი 8 წელი და ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანეს ქალაქი. და ისიც აღიარა, რომ 'არავინ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე'", — აცხადებს სოფო შამანიდი.

შამანიდის თქმით, პრემიერმა გახარიამ ასევე აღმოაჩინა, რომ გლეხს თურმე ჯერ კიდევ უჭირს და დაჰპირდა მას, რომ აწი დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორ გააძლიეროს გლეხი და გადააქციოს ძლიერ ფერმერად; აგრეთვე:

"[ის, რომ] თურმე ქედაში სასმელი წყლის პრობლემაა. აქვე ისიც აღმოაჩინა, რომ მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირებაც პრობლემა ყოფილა. აღმოაჩინა, რომ თურმე არც გზები ყოფილა მოწესრიგებული. ისიც აღმოაჩინა, რომ გლეხებს მიწა არ ჰქონიათ რეგისტრირებული, რაც თურმე დიდ პრობლემებს უქმნით მათ. პრემიერმა გახარიამ ასევე ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღმოაჩინა, რომ 'ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს'".

ამ განცხადებასთან ერთად შამანიდი პრემიერს მიმართავს კითხვით, რომ თუკი მან 8 წლის თავზე პრობლემების მხოლოდ აღმოჩენა შეძლო, რამდენი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს?

"არ დაიღალოთ, მე გეტყვით — უსასრულობა. რატომ? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან; იმიტომ, რომ ქართული ოცნების მთავრობაში არ არიან პროფესიონალები, ვინც იცის საქმის კეთება; იმიტომ, რომ ეს მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას 'იმ კაცთან' შეუთანხმებლად, 'ის კაცი' კი არც ისე მარტივი მოსახელთებელია მისი ქვეშევრდომებისთვისაც კი; იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა 'ფულის კეთებაა' — პრემიერს ვციტირებ; იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ არ იცის საქმის კეთება; და ბოლოს, მარტივად, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას, უბრალოდ, არ უყვარს ეს ქვეყანა, არ ადარდებს ხალხი, არ ფიქრობს მათზე", — ამბობს შამანიდი.

"აბა სხვა რითი უნდა აიხსნას ის, რომ პრემიერმა გახარიამ მხოლოდ ახლა, 8 წლის თავზე აღმოაჩინა, რა აწუხებს ხალხს?", — დაამატა პოლიტიკოსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42