"ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს, უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის გუნდთან ერთად აგრძელებს რეგიონულ შეხდრებს ზუგდიდის რაიონის ამომრჩევლებთან, გაეცნო მათ პრობლემებს, თავის მხრივ კი, ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.„ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს, უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ. გაიზარდა კრიმინალი და საკამოდ, მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა. დღეს კიდევ მეტი მოხუცი თუ ახალგაზრდა დამხვდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს არის ის, რაც მოიტანა „დამსხვრეული ოცნებების" , ივანიშვილის მთავრობამ ბოლო რვა წლის განმავლობაში. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ქალაქი და სოფელი აყვავდებოდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა ქვეყანაში. სწორედ, აქ იდგნენ ზუგდიდში, თქვენთან ერთად, თქვენს წინაშე და გასცემდნენ უპირობო დაპირებებს, რომ საქართველოში არ იქნებოდა არცერთი დაჩაგრული ადამიანი" – ასე მიმართა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს.„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი „დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დაპირებებს შეეხო, რომელმაც 8 წლის განმავლობაში არცერთი არ შეასრულა. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ოცნებების მთავრობისთვის სამეგრელო არის დავიწყებული რეგიონი: მათ არ აინტერესებთ, რომ მოქალაქეები მარტო დარჩებიან სიღარიბესა და დანაშაულთან. მათ არ ადარდებთ, რომ ხალხი ცხოვრობს შიშსა და უიმედობაში და ამ ფონზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. „კითხვა მაქვს თქვენთან: ცხოვრობთ ახლა ბევრად უფრო კარგად, ვიდრე რვა წლის წინ ცხოვრობდით? გაუმჯობესდა საქართველოში სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე რვა წლის წინ იყო? იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში? სამწუხაროდ, პოზიტიურს ვერაფერს მეტყვით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოშია, ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რვა წლიანმა „დამსხვრეული ოცნებების" მთავრობამ დაამსხვრია საქართველოს პერსპექტივა, თვითონ გამდიდრდნენ - ხალი გაღარიბდა, ამ ფონზე კი, კრიმინალი გამძინვარდა. სამი უმძიმესი პრობლემა, რომელიც დღეს ახლა ქვეყანასი გვაქვს: პირველი ეს არის შიმშილი, სიღარიბე და გაუსაძლისი გაჭირვება რაც ქვეყანაში მოიტანა ამ მმართველობამ, მეორე - გამეფებული კრიმინალი, მესამე - სრული მორღვევა ჩვენი საგარეო ვექტორის. აი, ეს მოიტანა „ქართული ოცნების მმართველობამ". ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს გვიწესებს ჩვენ, საქართველოს, მაშინ როცა ნომერ პირველი პარტნიორები ვიყავით რეგიონში. არ ვაპირებ შევეგუო ამ უსამართლობას, ამას არ დავუშვებ, " - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა.გიორგი ვაშაძე ოცნების მთავრობის მხრიდან დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და კითხვებით მიმართა: „ამ დღეებში, არაერთი პრეზენტაცია ჰქონდა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და ისევ და ისევ უამრავ დაპირებებს გასცემენ და გუშინ მოვისმინე, რომ ყველა სოფელში გზა უნდა გავიყვანოთ! კითხვას ვსვამ, სად იყავით რვა წელი? რატომ არ გაიყვანეთ ეს გზა? თეთრიწყაროში ჩავიდნენ და მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. სად იყავით რვა წელი და რატომ არ მოაგვარეთ ეს წყლის პრობლემა? მითხარით სად არის ქვეყნის განვითარების ხედვა, როემლსაც პირდებოდით. რატომ არ არის არცერთი საქართველოს მოქალაქე, თქვენი ნათესავ-მეგობრების გარდა, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ ქვეყნის განვითარება? როდემდე უნდა მოატყუოთ ხალხი? როდემდე უნდა დაჩაგროთ საქართველოს მოსახლეობა? როდემდე უნდა გაუქროთ მომავლის რწმენა ქართველ ახალგაზრდებს? როდემდე უნდა ძარცვოთ პენსიონრები, რომლებიც 36%-იან სესხს იხდიან „ლიბერთი ბანკში"? როდემდე უნდა ამყოფოთ უმძიმეს მდგომარეობაში დევნილები, რომლებსაც კაპიკებს აძლევთ და საცხოვრებლითაც კი ვერ უზრუნველყავით ამ რვა წლის მანძილზე?"ვაშაძე მისასალმებელ სიტყვაში საკუთარ სამშობლოში საკუთარ მიწაზე იძულებით გადადგილებულ თანამოქალაქეების პრობლემებსაც შეეხო: „ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ამ უსამართლოდ დევნილი ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მშვიდობიანი ღირსეული დაბრუნება. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენს წინაშე ვდგევარ. ესაა სწორედ, სტრატეგია აღმაშენებელი უმთავრესი და უპირველესი ამოცანა - ერთიანი ძლიერი საქართველო".შეხვედრის დასასრულს, გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამოქმედო გეგმებიც გააცნო. „ყველა იმ შეუსრულებელ დაპირებაზე პასუხი ჩვენ ერთად უნდა გავცეთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უნდა ვუთხრათ „დამსხვრეული ოცნებების" პარტიას , რომ დამთავრდა ტყუილები, დამთავრდა ეს უბედურება და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. აღმშენებლობაა „დამსხვრეული ოცნებების პარტიის" ერთადერთი ალტერნატივა . 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს ჩვენ - აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების" პარტია, საქმის კეთება ან ეს გაუსაძლისი გაჭირვება, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება! რეგონის ლიდერის ფუნქციის დაბრუნება საქართველოსთვის ან ჩაკარგვა მთელს რეგიონში, აშშ-ს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა ან სანქციები, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს. სტრატეგია აღმაშენებელი არის იმის რწმენა, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, რომლითაც არამხოლოდ ჩვენ არამედ ჩვენი შვილიები და თაობები იამაყებენ. ეს აღმშენებლობის ახალი ერა დაიწყება 31 ოქტომბრიდან," - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






