ფოთი იმის სიმბოლოა, თუ როგორ აშენებდა ნიკო ნიკოლაძე და მაშინდელი ქართული საზოგადოება თავისუფალ და ევროპულ მომავალს - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 17:13, 30 Aug, 2020     1051

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

გიგა ბოკერიას თქმით, კრიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების მიმართაა ფოთთან დაკავშირებით, სამართლიანია. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ვერ გადაიდგა წინა ხელისუფლების დროს, უნდა გადაიდგას ახლა, მათ შორის კი მთავარია, რომ ფოთი გახდეს რეალურად თვითმმართველი, თავისუფალი ქალაქი.

„კიდევ ერთ სამართლიან კრიტიკას მინდა გამოვეხმაურო. ბევრი ადამიანი, მათ შორის კრიტიკულები და კეთილგანწყობილები, მეკითხებიან თუ "რატომ არ გაკეთდა არაფერი ამ მხარეში არცერთი ხელისუფლების დროს".

მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ხარისხობრივად უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ, ბევრი უმძიმესი პრობლემა გადაიჭრა და ეს წინსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, სამართლიანია კრიტიკა, რომ ამ კუთხეში და განსაკუთრებით ფოთში, არ შედგა იმასთან მიახლოებული ძვრაც კი რაც მაგ.: ბათუმში მოხდა.

ისეთი ელემენტარული ამბავიც კი, როგორიც გზები, წყალი და კანალიზაციაა, დღემდე ვერ გადაწყდა. საერთო ჯამში დარჩა განცდა მიტოვებისა და უყურადღებობის. არ მომხდარა ფოთში და ამ მხარეში სიცოცხლის დაბრუნება. ვერ შეიქმნა ვერც ვითარება და ვერც განცდა, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც მომავალი აქვს.

არადა ფოთი იმის სიმბოლოა, თუ როგორ აშენებდა ნიკო ნიკოლაძე და მაშინდელი ქართული საზოგადოება თავისუფალ და ევროპულ მომავალს. ის, თუ როგორ დაიგეგმა და როგორ შენდებოდა ეს ქალაქი, არის ის, რამაც იქამდე არნახული კეთილდღეობა მოუტანა თავისუფალ სამყაროს. ეს ყველაფერი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ჩაახშო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აქ არსებითი წინსლვა ვერ მოხდა, ეს კი მთელი პოლიტიკური კლასის მძიმე ჩავარდნაა, მაგრამ როგორც ერთმა კეთილისმსურველმა კომენტარად დამიწერა, სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ახლა მხოლოდ ორ რამეს გამოვყოფ, რისი გაკეთებაც როგორც აუცილებელია, ისე შესაძლებელიცაა ვითარების დრამატულად შესაცვლელად.

სამაგალითოდ ხარისხიანად და მასშტაბურად უნდა გაკეთდეს ფოთის როგორც სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, მოწესრიგდეს სასმელი წყლისა და გზების საკითხი. ეს ძვირი პროექტია, მათ შორის ბუნებრივი გარემოების გამო, ქალაქი წყალზე დგას, მაგრამ ბევრჯერ იაფად გაკეთებას, შემდეგ გაფუჭებას, ანუ ფულის ფლანგვას ან მოპარვას, აშკარად სჯობს რაც მთავარია, ეს იმ ხარისხის საკითხია, რომელიც მხოლოდ ფოთის კი არა, მთელი საქართველოს ინტერესშია. ამ საკითხის გადაჭრამდე, შეუძლებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქალაქის გაცოცხლებაზე საუბარი. ამ პროექტისთვის, ბათუმის მსგავსად, სერიოზული სახსრების მოძიება შესაძლებელია და აუცილებელი.

მეორე კიდევ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი საკითხია. ნიკო ნიკოლაძის იდეა თავისუფალი ქალაქის, პორტო ფრანკოს შექმნა იყო. მან რუსეთის იმპერიის პირობებში მოახერხა, რომ ფოთში ნავაჭრის პროცენტი - “ფუთის გადასახადი” - ადგილზე დარჩენილიყო.

მისი ამოცანა რეალურად თვითმმართველი, თავისუფალი ქალაქის შექმნა იყო. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ხშირად აკრიტიკებენ პორტის გამო. მე ახლაც ვთვლი რომ სერიოზული ინვესტორის შემოყვანა განვითარებისთვის ერთადერთი გზაა, მაგრამ ფოთში შექმნილი დოვლათიდან თვითმმართველობას ავტომატურად უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქონების გადასახადი. ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ამის გარეშე რეალური თვითმმართველობა არ იარსებებს. ეს დეცენტრალიზაცია მთელს საქართველოშია გასაკეთებელი, რათა გადასახადების საგრძნობი ნაწილი, რომელიც ადგილზე იქმნება, ადგილზევე რჩებოდეს და არ იფლანგებოდეს ცენტრში მისი წასვლით და იქიდან მისი ნაწილის დაბრუნებით.

მხოლოდ ასე ჩაეყრება საფუძველი რეალურ თვითმმართველობას, რომელიც ფოთელებზე იქნება დამოკიდებული და მათ მიმართ ანგარიშვალდებული.“ - აცხადებს გიგა ბოკერია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42