ესენი არიან ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა, უბრალოდ უფრო აგრესიულად გამოხატული პრორუსული პოლიტიკა აქვს პატრიოტთა ალიანს, ამიტომ ამ ორ ძალას, ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანს შორის არანაირი განსხვავება არ არის - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 16:20, 30 Aug, 2020     1195

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, პატრიოტთა ალიანის მიერ განთავსებულ ბანერს და ქართული ოცნების პოლიტიკას ეხმიანება.

სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი, ყოველთვის თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ეს პარტია 2016 წელს სწორედ ქართულმა ოცნებამ შეიყვანა პარლამენტში. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მისთის ამ ორ პარტიას შორის განსხვავება არ არის.

„პატრიოტთა ალიანსი არის ჩვეულებრივი პრორუსული პარტია, რომელიც არის ხელისუფლების სატელიტი. არ დაგვავიწყდეს, რომ პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოახვედრა ქართულმა ოცნებამ, ყველა ეტაპზე უჭერდა მხარს, ბოლომდე სრულიად, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი უჭერდა მხარს მათ საპრეზიდენტო კანდიდატს 2018 წელს, ამიტომ ესენი არიან ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა, უბრალოდ უფრო აგრესიულად გამოხატული პრორუსული პოლიტიკა აქვს პატრიოტთა ალიანს, ამიტომ ამ ორ ძალას შორის, ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და რომელიც გავრცელდა ბოლო დღეებში, რომ ისინი პირდაპირ დაფინანსებას იღებენ რუსეთისაგან, სწორედ ეს ინფორმაცია არის საფუძველი და არამარტო ბანერი, რომ ეს ძალა იყოს ბოლომდე იზოლირებული პოლიტიკურად და მათ შორის იყოს მოხსნილი არჩევნებიდან. ამ ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც ელენე ხოშტარიამ გააკეთა, არანაირი პასუხი ჯერ არ გვაქვს. ხელისფლებას აქვს ყველანაირი საფუძველი, რომ უბრალოდ გამოძიება დაიწყოს იმ თემაზე, თუ საიდან მოდის ამ პარტიის ფინანსები და როგორი კავშირებია მას და რუსეთს შორის.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42