შესაცვლელია სიღარიბე, შესაცვლელია უყურადღებობა, შესაცვლელია უიმედობა და უპერსპექტივობა, ამას კი სჭირდება არჩევნებზე მოსვლა და ისეთი გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:32, 30 Aug, 2020     832

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, დედოფლისწაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, ქართული სოფლები ვერ განვითარდნენ, უმძიმესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღეს კახელი გლეხი სრულიად მიტოვებულია და ხელისუფლება მას არ აქცევს ყურადღებას. გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ცვლილებები, რომელსაც ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად მოიტანს.

„დედოფლისწყარო და მთლიანად კახეთი ემზადება რთველისათვის, თუმცა საკმაოდ მძიმე ვითარებაა დღეს. რეალობა განსხვავებულია, დღეს ყურძნის ფასი მთავრობის სუბსიდიასთან ერთად არის 80 თეთრი.ეს არის კონკრეტული მაგალითი იმ სიღარიბის, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ სოფელში, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ კახელი გლეხისათვის და სწორედ ეს არის შესაცვლელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. შესაცვლელია სიღარიბე, შესაცვლელია უყურადღებობა, შესაცვლელია უიმედობა და უპერსპექტივობა, ამას კი სჭირდება არჩევნებზე მოსვლა და ისეთი გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამთაწყაროში, დედოფლისწყაროს რაიონში, ამ სოფელში და მის მიმდებარედ, ყველაზე ადრე იწყება კახეთში რთველი. თუმცა, დღეს როგორც ხედავთ, არცერთ გლეხს წარმოდგენა არ აქვს რომელ ქარხანაში უნდა წაიღოს ყურძენი, რა ფასი ექნება ყურძენს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს კახელი გლეხი, კახელი მევენახე არის მიტოვებული, ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რათა ყველა გლეხისა და მევენახის შრომა იყოს დაფასებული.“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42