იმ ამბიციას, რომ მთავრობა ვითომ ჩვენი მშობელია, ეს ხელისუფლება უნდა ჩამოვაცილოთ. ის სინამდვილეში ცუდი ძიძაა - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:49, 30 Aug, 2020     1216

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ბორჯომში, საერთო ოპოზიციურ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც "გირჩის" ინიციატივით და "NDI"-ის ორგანიზებით ჩატარდა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა ევროპული კოალიციაა, ამრიგად მნიშვნელოვანია იმ თემების და მიმართულებების განხილვა, რომლებზეც ევროპული კოალიცია იმუშავებს.

„ქვეყანაში დიდი კონსენსუსია იმაზე, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც აქვს ამბიცია და თხოვს ხალხს მხარდაჭერას, უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა თუ რას გააკეთბეს ამ ჩიხიდან ქვეყნის სწრაფად გამოსაყვანად, იმ პირობებში, როდესაც ოპოზოცია ერთმანეთისგან განსხვავდება არსებითად, იმ პირობებში როდესაც ევროპულ საქართველოს ღრმად სწამს, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ევროპული კოალიციური მმართველობა,ამ დროს საკვანძოა რომ მნიშვნელოვან თემებზე შევჯერდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ შევჯერდით საკმაოდ ფართო სპექტრზე საკითხების და მოვნიშნეთ მიმართულება და პრინციპები თუ საით უნდა წავიდეთ.

ეს არის ძალაუფლების, საკუთარ ბედზე, საკუთარ ცხოვრებაზე, გადაწყვეტილების მიღების დაბრუნება ჩვეულებრივ მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის. ეს ეხება ყველაფერს, თვითმართველობას, სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთრებას, ფულს, რომელსაც ხალხი საკუთარი შრომით მოიპოვებენ. იმ ამბიციას, რომ მთავრობა ვითომ მშობელია ჩვენი, თუმცა სინამდვილეში ცუდი ძიძაა, ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ. ხალხს უნდა დაბრუნდეს ძალაუფლება და ამ მიმართულებით კონკრეტულ თემებზე იყო საუბარი, ისევე როგორც სასამართლო რეფორმაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე და მის დეცენტრალიზაციაზე, ასევე საკუთრება, რომელიც თავის დროზე ჩვენ მოქალაქეებს წაართვეს და ეხლა უნდა დაბრუნდეს კერძო საკუთრებაში თემებს, სოფლებს და მოქალაქეებს, რეალური თვითმართველობა და მთავრობის ზომის შემცირება, განათლების რეფორმა.

ვფიქრობ, რომ ზემოთხსენებული რეფორმები, იქნება იმ ტიპის რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს. ამ ცვლილებებით ადამიანებს დარჩებათ მეტი ფული და ამას მოელის ხალხი ჩვენგან. ოქტომბრის არჩევნებიდან, პირველ 100 დღეში ეს ცვლილებები უნდა დაეტყოს ქვეყანას.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42