სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
საზოგადოება - 16:54, 20 Nov, 2013     2360

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა  საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“  სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთავი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენა გახსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მხარდაჭერითა და „ექსპო ჯორჯიას“  ორგანიზებით, გამოფენა ყოველწლიურად ტარდება.

წელს  გამოფენაზე წარმოდგენილია 70-ზე მეტი კომპანია საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, შრი-ლანკადან, ისრაელიდან, ესპანეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.  დაინტერესებულ პირებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სასათბურე და სამაცივრე მეურნეობების თანამედროვე  ტექნოლოგიებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, შემფუთავ ტექნოლოგიებს, სარწყავ სისტემებს, კვების ტექნოლოგიებს.  გამოფენაზე წარმოდგენილია მანქანა-დანადგარები, ტარა, შესაფუთი მასალები, ნერგები, სასუქები, პესტიციდები, ცხოველთა საკვები.

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე   დამთვალიერებელთა  რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დარგის მიმართ დიდია.

როგორც  დავით გალეგაშვილმა გამოფენის გახსნაზე განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ფერმერები და მწარმოებლები მსგავს გამოფენებში აქტიურად არინ ჩართულნი. ასეთ ღონისძიებებზე  გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა  და ახალი კავშირების დამყარებაა შესაძლებელი, გამოფენაზე მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ მოიძიონ პოტენციური პარტნიორები  და მომხმარებელს ადგილზე გააცნონ საკუთარი პროდუქცია, რაც  ბიზნესის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია. 

,,გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს, სამინისტრომ, რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების დახმარებით,   ორგანიზება გაუკეთა რეგიონებიდან  2000-ზე მეტი დაინტერესებული ფერმერის ჩამოყვანას.  გამოფენაზე მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ  ახალ ტექნოლოგიებს, უშუალო კონტაქტი დაამყარონ მწარმოებლებთან და გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენა 20-დან 23 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42