ის თუ როგორ იქცევა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, კიდევ ერთი მაგალითია თუ რატომაა ქართველი ხალხის ეროვნული ამოცანა ოქტომბრის არჩევნებზე მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 13:27, 30 Aug, 2020     1052

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფალმა მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს საკუთარ რიტორიკაში, როდესაც რომელიმე ქვეყნის მმართველის მიმართ განცხადებას აკეთებს, დღეს მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მთავრობა არ დუმდეს, ან ირიბად არ უჭერდეს მხარს ლუკაშენკოს დიქტატორულ რეჟიმს.

„რამდენიმე კვირაა რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ბელარუსი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის. ბელარუსის ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ტლანქი და ზოგჯერ სასტიკი ძალადობით ცდილობს. ამ მცდელობას მოჰყვა მსხვერპლი. ეს იმ მასშტაბის პროტესტია, როგორიც ბელარუსში აქამდე არ ყოფილა. ბელარუსი ხალხის ბრძოლას, პუტინის რუსეთის გარდა, ყველა მეზობელმა დაუჭირა მხარი.

თავისუფალ სამყაროს მკაფიო პოზიცია აქვს. დასავლეთი განიხილავს იმგვარ სანქციებს, როგორიც აქამდე ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.

საქართველოში არაერთმა სამოქალაქო ჯგუფმა და ოპოზიციურმა პარტიამ, პირველ რიგში ევროპულმა საქართველომ, მხარი დაუჭირა ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ ვითარებაში ერთადერთი ვინც ძირითადად დუმს ან ირიბად ლუკაშენკოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს, საქართველოს მთავრობა და ივანიშვილის გუნდია. მათ დიპლომატიურ ენაზეც კი შეშფოთება არ გამოუხატავთ, არ მოუწოდებიათ პატიმრების გათავისუფლებისა და ძალადობის შეწყვეტისკენ.

ეს ძალიან ჰგავს პუტინისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების პოზიციას. ეს მსგავსება კი საქართველოს დისტანცირებას ახდენს თავისუფალი სამყაროსგან. ეს მორალურად სამარცხვინო და პრაგმატულად საზიანო პოზიციაა საქართველოს ინტერესებისთვის.

რა თქმა უნდა როცა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხარ, სამოქალაქო ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების ან თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო შენს რიტორიკაში.

საქართველოს ხელისუფლება ადრეც ყოფილა მსგავსი დილემის წინაშე, მაშინ როდესაც პროტესტი და მის წინააღმდეგ რეჟიმის ძალადობა, ასეთი მასიური არ იყო ხოლო საფრთხე ლუკაშენკოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების, რაც მთავარია, ამ აღიარების შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელს მსოფლიოში ჯაჭვური რეაქციის გამოწვევის, ბევრად დიდი იყო.

მაშინ საჭიროდ ჩავთვალეთ (მართალია დიპლომატიურ ენაზე) პოზიციის დაკავება. დგება მომენტი როცა პოზიციის არდაკავება, როგორც მორალურად ისე პრაგმატულად ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის. ის თუ როგორ იქცევა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, კიდევ ერთი მაგალითითუ რატომაა ქართველი ხალხის ეროვნული ამოცანა ოქტომბრის არჩევნებზე მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება.“ - აცახდებს გიგა ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42