ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხარაგაულში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, წარადგინა
პოლიტიკა - 11:59, 30 Aug, 2020     1692

დავით ბაქრაძემ და სერგო რატიანმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. მათ ასევე წარადგინეს პარტიის გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები როგორც ხარაგაულში, ისე მთლიან საქართველოში.

სერგო რატიანის თქმით, რეგიონში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ხოლო ხელისუფლება ადგილობრივებს არ აქცევს ყურადღებას. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება სოციალურ პრობლემებზე. მისი თქმით, პარტიას აქვს გეგმა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაორმაგდება სოციალური დახმარებები, რითაც ცოტათი მაინც გაუმჯობესდება იმ ადამაინების მდგომარეობა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

„ხარაგაული ერთ-ერთი ის რაიონია, სადაც კარგად ჩანს ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პრობლემა. კორუფცია, არაფორმალური ვითარება და ხალხისადმი ნულოვანი ყურადღება.არვიცი ასეთი ვითარება თუ კიდევ სხვაგან არის, რადგან ამ წლების განმავლობაში, სოფლების უმრავლესობას გაზი არ მიეწოდება, გზა არ არის, წყალი არ არის, მძიმე მდგომარეობაა. ხალხის განწყობა არის ისეთი, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, ეს გარდაუვალია. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ და ხალხი დარწმუნებული არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული მმართველობა უნდა შეიცვალოს.’’ - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ტრადიციულად ძალიან რთული რაიონია ხარაგაული, სადაც მოსახლეობას ძალიან უჭირს და ბევრი ადამიანი არის დამოკიდებული პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი ძვირდება, იმ პირობებში როდესაც შესვლიდან შესვლამდე გაძვირებული ხვდებათ ადამიანებს მედიკამენტები, პროდუქტი. აუცილებელია რადიკალური ცვლილებები და სწორედ ამიტომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი გეგმა გახლავთ წლის ბოლომდე პენსიებისა და სხვადასხვა სოციალური დახმარებების გაორმაგება. სწორედ ამ ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში გაიზრდება სოციალური დახმარებები, რათა ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42