პატრიოტთა ალიანსის
ლიდერი ირმა ინაშვილი მისი ბანერის "არასწორად გაფერადებას" ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას აბრალებს."ეს ინფორმაცია 100%-ით სანდო და სარწმუნოა. სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ. სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიომასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ.
დღეს ასეც მოხდა. ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ! თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი, ოფისში ვისაც ეს საქმე ეხება, არავინაა და კომენტარებს საღამომდე ისე ვაკეთებ, რომ თვითონ არა ვარ თემაში გარკვეული. მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები." - წერს ირმა ინაშვილი Facebook-ზე.
მასალის გამოყენების პირობები






