ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს
პოლიტიკა - 18:00, 29 Aug, 2020     943

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჩხერე არის ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონი, აქაც გაუსაძლისი მდგომარეობაა, არის კრიმინალის მაღალი დონე და ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. სერგო რატიანის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საჩხერე არის ქართული ოცნებისთვის, ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონი, მაგრამ ამ რაიონშიც ხალხს აწუხებს ძალიან ბევრი პრობლემა. ისევე როგორც მთელ დანარჩენ საქართველოში, ამ რაიონშიც აწუხებს ხალხს კრიმინალი, აქაც აწუხებს ხალხს გაძვირებული ცხოვრება, აქაც აწუხებთ ხალხს უმუშევრობა და მათ პენსია და სოციალური დახმარება არაფერში არ ყოფნით. საჩხერეშიც ისე სჭირდება ხალხს ცვლილებები და მიხედვა, როგორც ეს დანარჩენ საქართველოში.ამიტომ ჩვენი გეგმაა, რომ არჩევნებში გამარჯვების და პროდასავლური კოალიციის შემდეგ, პირველივე თვეებში, წლის ბოლომდე, გავაორმაგოთ პენსია, სოციალური დახმარება, დევნილებისა და ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილი დახმარება და ამით გავაუმჯობესოთ საზოგადოების იმ ნაწილის ცხოვრება, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„დღეს სიმბოლურად აკაკი წერეთლის ბაღი შევარჩიეთ ამ წარდგენისათვის,სწორედ იმიტომ, რომ შეგვეხსენებინა ყველასთვის, რომ აკაკის მშობლიურ მხარეს არ უნდა ჩრდილავდეს ოლიგარქის სახელი.უნდა ვთქვათ, რომ საჩხერის მოსახლეობის პრობლემები უმეტესწილად არ განსხვავდებოდა ქვეყანაში სხვა მოქალაქეების პრობლემებისაგან.აქაც არის სიღარიბე, აქაც აწუხებს ხალხს სიღარიბე, აქაც არის ჯანდაცვის პრობლემები, განათლების სისტემის ჩამოშლა,კრიმინალი.ეს ყველაფერი აწუხებს აქაც ადამიანებს და დღეს რაც დავიანხე, არის ის,რომ აქ არის მზაობა, რომ საჩხერემ შეიტანოს წვლილი და იყოს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ საქართველოში.“ - განახადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42