დღეს ბევრ ადამიანს რწმენა აქვს დაკარგული და განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ეს ახალგაზრდობას ეხება - გიორგი ღვინიაშვილი
პოლიტიკა - 17:56, 29 Aug, 2020     1109

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოელებს მიმართავს.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღეს უკიდურესი სიღარიბეა, გაძვირებულია პროდუქტები, გაუფასურებულია ლარი, ამ დროს კი ადამიანები მიტოვებული არიან ხელისუფლებისაგან. გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებების გზა ოქტომბრის არჩევნებზე გადის და მოუწოდებს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ.

„ჩემო საგარეჯოელებო, მე ვარ გიორგი ღვინიაშვილი და წარმოვადგენ ევროპულ საქართელოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საგარეჯოში. ქართული ოცნების 8 წლიანმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა სიღარიბემდე, ადამიანების უკიდურეს გაჭირვებამდე, ფასებისა და კრიმინალის ზრდამდე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების ჩავარდნამდე.

დღეს ქვეყანაში ფასები ყველაფერზე იზრდება, თუმცა არ იზრდება ფასები თქვენ მიერ მოყვანილ პროდუქტზე, ყურძნის ფასი ყოველწელს იკლებს, განსაკუთრებით ამ გაუფასურებული ლარის პირობებში, დღეს გლეხი მიტოვებულია უპატრონოდ, ბედის ანაბარად. თქვენ ყველას გახსოვთ, ვისაც შეხება გქონიათ ყურძენთან და ქარხანასთან, ჩემი გუბერნატორობის პირობებში, 24 საათის განმავლობაში ვიდექი თქვენთან ერთად და ვიცავდი თქვენ უფლებებს.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, გპირდებით, რომ ვიქნები თქვენ გვერდით და არავის მივცემ უფლებას თქვენ დაგჩაგროთ. დღეს ბევრ ადამიანს რწმენა აქვს დაკარგული და განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ეს ახალგაზრდობას ეხება.ისინი ხშირად, ლუკმა-პურის საშოვნელად ტოვებენ თავიანთ ოჯახებს და მიდიან საზღვარგარეთ.

მე გპირდებით საგარეჯოელო ახალგაზრდებო, რომ თქვენ რაიონში იპოვით თქვენ ღირსეულ ადგილს. გექნებათ სამუშაო, შეკრებისა და გართობის ადგილები.

ბრძოლას აზრი აქვს, ჩვენ შეგვიძლია რომ ცუდი შევცვალოთ უკეთესით, ამიტომ მოდით არჩევნებზე, დამიჭირეთ მხარი და ერთად ვიცხოვროთ ძლიერ, მდიდარ და უსაფრთხო საქართველოში“- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42