ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"დღეს მე მოედანზე ვიყავი. ხალხს მოვუსმინე, ზოგიერთი მთავრობის გადადგომის მოთხოვნას სკანდირებდა. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. გავიაზრე და მიმაჩნია, რომ ეს სწორი იქნება", — აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა.
ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო ტალღა ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა.
როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ.
ამავე მიზეზით, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა.
მასალის გამოყენების პირობები






