ევროპული საქართველოს მაჟორიტარიბის კანდიდატი გურიის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი ოზურგეთელებს მიმართავს. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, არის გაუსაძლისი პიორბები შექმნილი, ყვავის ნეპოტიზმი, იხარჯება მილიონობით ლარი და ეს თანხა მხოლოდ ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის, ნაცვლად ხალხისა. ხათუნა გოგორიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ მივიდნენ ოქტომბრის არჩევნებზე და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ.
„მე ვარ ხათუნა გოგორიშვილი, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში, ოზურგეთი, ლანჩხუთი,ჩოხატაური. ამ შემთხვევაში მოგმართავთ თქვენ, ჩემ ოზურგეთელებს, მოგმართავთ, რათა ერთად შევცვალოთ ჩვენი შვილების მომავალი.
31 ოქტომბერი არის დღეს, როდესაც ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს და ის რომ ცვლილება სჭირდება, ამაში ვრწმუნდები ყოველდღიურ შეხვედრებზე, როდესაც დავდივარ ოზურგეთის სოფლებში და გვხდებით თქვენ. თქვენ, რომლებიც ხართ ოპტიმისტები და მაინც მომავალს უყურებთ ოპტიმისტური თვალით, თქვენ რომლებიც არ იშურებთ თქვენ ძალღონეს, რათა აგური აგურზე დაადოთ და ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაამსგავსოთ. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია პოლიტიკაში ვარ, პირველად ვიყრი კენჭს როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება ორმა ფაქტორმა განაპირობა.ერთი, რომ ეს არის გურია, ჩემი და ჩემი მშობლების სამშობლო. გურიას სჭირდება პატრონი, ადამიანი, რომელიც მოუსმენს.
მეორე, რამაც მიმაღებია ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ მე ვარ იმ პარტიის წევრი, რომელიც ლაპარაკის ნაცვლად კონკრეტულ გეგმას დებს, ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი ეკონომიკა.
უნდა დასრულდეს უძრაობა, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, ნეპოტიზმი, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა თქვენ ამას იმსახურებთ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ, ჩვენი შვილები ამას იმსახურებენ.
ევროპული საქართველო არის პარტია, რომლის ლიდერებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ამავდროულად აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან.
უნდა დასრულდეს მცოცავი ოკუპაცია,მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად.
ძვირფასო ოზურგეთელებო, მოდით ოქტომბრის არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს, გააკეთეთ პრინციპული არჩევანი და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






