,,უქმდება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა. მიზეზად დასახელებულია პროგრამის განხორციელების პოლიტიკური მიზანი - წინასაარჩევნო კამპანია. სტუდენტების მხრიდან პროგრამის მიმართ გამოთქმული დაინტერესების გამო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წინა ხელისუფლების პირობებში განცხადება იყო გაკეთებული, რომ მომავალ (არასაარჩევნო) წლებშიც იგეგმებოდა პროგრამის გაგრძელება და გაზრდა. შესაბამისად არასერიოზულად მიმაჩნია არსებული ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზეზით პროგრამის გაუქმება.
თუკი ახალ ხელისუფლებას მართლაც აქვს სტუდენტებისთვის სოციალური ხელშეწყობის სურვილი, მათ არათუ უნდა გააუქმონ საზაფხულო დასაქმების პროგრამა, არამედ უნდა იზრუნონ პროგრამის გაფართოებასა და კერძო სექტორის ჩართვაზე.
საზაფხულო დასაქმება არის ამ მიზნის მიღწევის უპირობო საშუალება, რაც ამავდროულად სტუდენტს უვითარებს დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
იმედი მაქვს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, მხედველობაში მიიღებს სტუდენტების ინტერესს და ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებასაც შეიტანს - აღადგენს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას!:-აცხადებს საჯაია
მასალის გამოყენების პირობები






