მხარდაჭერას გთხოვთ არა იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ძირები აქედანაა, არამედ მგონია რომ თქვენი მხარდაჭერით, შევძლებთ ისეთი ცვლილებების მოტანას, რომელიც ამ მხარეს და მთლიანად საქართველოს სჭირდება - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 21:59, 28 Aug, 2020     1940

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუს აქვეყნებს.

გიგა ბოკერიას თქმით, მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ იყოს ფოთის,ხობისა და სენაკის ხმა საქართველოს პარლამენტში, ამრიგად მას ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე გაყვება. გიგა ბოკერიამ აღნიშნა ისიც, რომ მას სჯერა ცვლილებების არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მთლიან საქართველოში, ხოლო ცვლილებების გზა არჩევნებზე გადის.

“აქამდე სად იყავით” - მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გამოვჩნდი, ჩემს მიმართ დასმული ყველაზე ხშირი და ლეგიტიმური კითხვა ალბათ სწორედ ესაა.

მე იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს შორის ვიყავი, რომელიც ხელისუფლებაში წლების მანძილზე იყო.

ხშირად მითქვამს და არც განმეორება მგონია ზედმეტი - ბუნებრივია ყველა პროცესზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მათზეც რომლის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, ან პირიქით - რომელთა გამოსწორებაც მიმაჩნია პოლიტიკაში ყოფნის მთავარ მოტივად. ყველა პოლიტიკურ ჯგუფში ფუნქციები განაწილებულია. ხელისუფლებაში ყოფნის წლებში, ჯერ იურიდიულ კომიტეტში ფართო პოლიტიკური რეფორმების გატარებაში ვიყავი ჩართული, შემდგომ კი საგარეო და უსაფრთხოების სფეროში გადავინაცვლე.

ბუნებრივია, ეს ბოლომდე არ მამართლებს, რადგან ეს ჩემი არჩევანიც იყო. არ ვყოფილვარ ფოკუსირებული სპეციფიკურად რეგიონების პრობლემებზე, მათ შორის არც ფოთში, ხობსა და სენაკში, საიდანაც ჩემი ოჯახის ძირებია. რასაც არ ვეთანხმები ისაა, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილების გამო, ახლა ამ პასუხისმგებლობის აღება ჩემგან ან არასწორია ან ისე დაგვიანებული რომ ვერ შევძლებ აუცილებელი ცვლილებების მოტანას.

ახლა მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე და როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გამყვება. ოღონდ იმის თქმა არ მინდა, რომ არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს მე ყველა შემთხვევაში ვიქნები იმ ადამიანების ხმა, ვისაც ახლა მხარდაჭერას ვთხოვ ფოთში, ხობში და სენაკში. ეს ხმა რამდენად ძლიერი იქნება, ეს ჩემზე და თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

ისიც ცოტა უსამართლო მგონია როცა მსაყვედურობენ, თუ რატომ გამახსენდა ახლა ბაბუაჩემის სახლი ფოთში, ახლა არ გამხსენებია, უბრალოდ ახლა პირველად შემოვედი აქტიურად ფეისბუქზე, ფოთშიც მეტ დროს ვატარებ და მომავალშიც გავატარებ. ბუნებრივად მეჩვენება ასეთი რამის გაზიარება მათთვის, ვისაც ჩემს მიმართ რაიმე ინტერესი აქვს. მხარდაჭერას გთხოვთ არა იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ძირები აქედანაა, არამედ მგონია რომ თქვენი მხარდაჭერით, შევძლებთ ისეთი ცვლილებების მოტანას, რომელიც ამ მხარეს და მთლიანად საქართველოს სჭირდება.“- წერს გიგა ბოკერია საკუთარ Facebook გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42